ნანახია: 861
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საფეხბურთო სკოლა "ავაზა" და სოფელ დიღომში"ვისოლის" სპორტული კომპლექსი დედაქალაქისა და რეგიონების სკოლის მოსწავლეთა მინი ფეხბურთისა და თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს უმასპინძლებს. სპორტულ ტურნირებში საქართველოს 30-მდე სკოლიდან 300-მდე 10-დან 13 წლამდე მოზარდი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლე იასპარეზებს. "ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში ახალგაზრდები დაკავებულნი უნდა იყვნენ სწავლით და სპორტით. ჯანსაღი ცხოვრების წესი პირად თუ პროფესიულ ასპარეზზე წარმატების ძირიდათი გარანტიაა. ამას გარდა, "ვისოლი" ვალდებულად თვლის საკუთარ თავს გვერდში ედგას ქართულ სპორტს, რადგან კომპანია თვითონ სპორტული წესით ცხოვრობს", - აცხადებს სოსო ფხაკაძე, ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად 2008-2009 წლებში ვისოლ ჯგუფმა სპორტის მიმართულებით უამრავი საინტერესო პროექტი განახორციელა. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის "ვისოლ ჯგუფის" მიერ ჩადებულმა ინვესტიციამ ჯამურად 8 მილიონ ლარამდე შეადგინა. ვისოლ ჯგუფის მიერ დიდ დიღომში რაგბისა და ველოსპორტის სპეციალიზირებული სპორტული კომპლექსის მშენებლობა, სოფელ დიღომში კრივის, კარატეს და ჭიდაობის სხვადასხვა სახეობებისათვის სპორტული კომპლექსის მშენებლობა და აღჭურვა და შუამთის ქუჩაზე არსებული რაგბის კომპლექსის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
|