ნანახია: 875
"თიბისი ბანკმა" მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და 7 აპრილს ხელშეკრულება გააფორმა. 161 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის მოზიდვის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების - IFC, EBRD და FMO მიერ "თიბისი ბანკში" ჯამურად განხორციელებულ ინვესტიციას. მოზიდული რესურსის ერთი ნაწილი ბანკის კაპიტალის გაზრდასმოხმარდება, ხოლო მეორე ნაწილი გრძელვადიანი საკრედიტო რესურსია, რომელიც ბანკს საშუალებას მისცემს, მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორშიგანახორციელოს აქტივობა. ტრანზაქციის შედეგად, თიბისი ბანკის აქციებს უკვე ექვსი უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი ფლობს: IFC, DEG, EBRD, FMO, აშშ-ს მსხვილი ბანკი და ინვესტიციების მართვის ბრიტანული კომპანია. ყველა ეს ინსტიტუტი წარმოადგენს მინორიტარულ აქციონერს, ხოლო ბანკის უმსხვილეს აქციონერად კვლავ ქართველ აქციონერთა ჯგუფი რჩება.
|