ნანახია: 914
სს "საქართველოს ბანკმა" ქ. ფოთში, აღმაშენებლის ქ. 30-ში ფოთის ცენტრალური ოფისის პრეზენტაცია მოაწყო. ფოთის ახალი, ცენტრალური ოფისი "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთი სერვის ცენტრის ადგილას განთავსდა. არსებულ შენობაზე დაშენდა მეორე სართული და შენობის ფასადი მთლიანად გარემონტდა. განახლებული სერვის ცენტრი ბანკის უახლესი სტანდარტების თანახმადაა მოწყობილი, რომელიც კომფორტული ინტერიერით, სასიამოვნო გარემოთი და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გამოირჩევა. შენობის რემონტსა და აღჭურვაზე 1.1 მლნ. ლარი დაიხარჯა. განახლებულ სერვის ცენტრში ორმოცდაათი შამუშაო ადგილია. "საქართველოს ბანკს" სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში შვიდი სერვის ცენტრი აქვს, მათ შორის ქალაქებში - ზუგდიდსა და სენაკში. ფოთში "საქართველოს ბანკი" უკვე ოთხი სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი.
|