"საქართველოში რაც ხდება, იმას ეკონომიკა არ ჰქვია" » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : "საქართველოში რაც ხდება, იმას ეკონომიკა არ ჰქვია"
ნანახია: 1017

"იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჭკუას გვასწავლიან და მოწოდებებს გვაძლევენ მინდა ვუთხრა, რომ ეკონომიკას, რომლის დაცვისკენ ისინი მოგვიწოდებენ, არ არსებობს"

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ ირაკლი იაშვილთან
[i]
[b]- ბატონო ირაკლი, ჩემი პირველი კითხვა შეეხება აქციების გავლენას ეკონომიკის განვითარებაზე. ხელისუფლებისა და სახელისუფლებო ბიზნესმენების ბოლო განცხადებებში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ აქციები და საპროტესტო გამოსვლები აუარესებს ჩვენს ბიზნესგარემოს, აფერხებს ეკონომიკის განვითარებას და დაბლა სწევს საინვესტიციო მიმზიდველობას. თქვენ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელი, რას უპასუხებთ ამ არგუმენტს?

- ჩემი აზრით, საქართველოში რაც ხდება, იმას ეკონომიკა არ ჰქვია. საერთოდ ცნება ეკონომიკის გამოყენება ჩვენთან ხმამაღალი ნათქვამია. ამიტომ, ის პროცესები, რაც დღეს ვითარდება, ეკონომიკაზე გავლენას არ მოახდენს, მითუმეტეს თუ ეს აქციები გრძელვადიანი არ იქნება. მე როგორც ვხედავ, ალბათ, მოვლენები ისე განვითარდება, რომ ძალიან გრძელვადიან სახეს არ მიიღებს და, შესაბამისად, არანაირ გავლენას არ მოახდენს იმ მიმდინარე პროცესებზე რაც ეკონომიკაშია. ქვეყანაში ისედაც მძიმე მდგომარეობა და მწვავე კრიზისია, ეს არ არის დაკავშირებული არც მსოფლიო კრიზისთან, არც რუსეთთან კონფლიქტთან და არც დღევანდელ მოვლენებთან.
ნიშნები, რომ საქართველოს მწვავე ეკონომიკური კრიზისი ელოდა, ჯერ კიდევ 2007 წელს შეინიშნებოდა. ასე რომ, იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჭკუას გვასწავლიან და მოწოდებებს გვაძლევენ მინდა ვუთხრა, რომ ეკონომიკას, რომლის დაცვისკენ ისინი მოგვიწოდებენ, არ არსებობს. მე მათი მოწოდებების არ მწამს, ვიცნობ მათ ბიოგრაფიას, ბიზნესს და საქმიანობას და არა მგონია, რომ ისინი მაინცდამაინც ქართული ეკონომიკის გულშემატკივრები იყვნენ. მე მგონი, ამ მოწოდებებს საზოგადოებაც არ ენდობა.
- ბუნებრივია, საუბარი გაქვთ ფადი ასლიზე. პირდაპირ გკითხავთ, თქვენი აზრით, რატომ აკეთებს იგი ასეთ განცხადებებს, ანუ რას იცავს იგი რეალურად?
- საქართველოში საბაზრო ეკონომიკის ფუნდამენტალური პრინციპია დარღვეული. საბაზრო ეკონომიკაში ორი მთავარი პრინციპია კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა და თავისუფალი კონკურენციის არსებობა ბაზარზე. თუ თავისუფალი კონკურენცია არ არსებობს, ეს პირდაპირი გზაა ეკონომიკის ოლიგარქიზაციისკენ. თავისუფალი კონკურენცია ირღვევა ჩვენი ხელისუფლების მოქმედების ყველა ნაბიჯზე. ვგულისხმობ, ტენდერებს, სახელმწიფო შესყიდვებს, სახელმწიფო ინვესტიციებს, სახელმწიფოს კონტრაქტორებს და ა.შ. ამ პროცესს ოდესმე ობიექტურად ვინმე შეისწავლის, როგორ ტარდება ტენდერები და ა.შ. 100 მილიონიანი კონტრაქტორები ტენდერამდე ერთი კვირით ადრე, ოროთახიან ბინაში რეგისტრირებული შექმნილი კომპანიები ხდებიან.
ამის გამო განსაკუთრებით, ენერგეტიკული სექტორი დაზარალდა, ჩვენთან ჰიდრორესურსების მშენებლობის დარგში უზარმაზარი რესურსი არსებობდა, იმის გამო რომ კვალიფიციურ პროფესიონალებს აქ გასაქანი არ მისცეს, მოხდა ამ რესურსის ექსპორტი, დღეს აფრიკაში, ინდოეთსა და ჩინეთში ჰიდროსადგურებს, ხიდებს, მეტროს და ა.შ. ქართველები აშენებენ. ამხელა პოტენციალი გვერდზეა გადადებული და რაღაც გაურკვეველი წარმონაქმნები დღეს აქ ტენდერებს იგებენ. მათ რიგებს მიეკუთვნება ეს ბატონი, რომელიც დღეს ქედმოუდრეკლად იცავს ასეთ ბიზნესგარემოს,
ის უფრთხილდება თავის მდგომარეობას. ის ქართველი არაა და არ ანაღვლებს საქართველოში განვითარებული პროცესები. ის შეზრდილია ამ ხელისუფლებასთან, რომელთანაც გარიგებაშია შესული და, შესაბამისად, ხელისუფლების შეცვლა არ უნდა. როდესაც ადამიანი ასეთ დონეზე აზროვნებს და მოგვიწოდებს ჩვენ, თუ როგორ ვიცხოვროთ, ეს ძალიან გამაღიზიანებელია. ჩვენ ტოლერანტული ხალხი ვართ. არავის ვუკრძალავთ ჩვენს ქვეყანაში მუშაობას და ცხოვრებას. ჩვენთან არაბებიც ცხოვრობენ, ინდოელებიც, ჩინელებიც. ვისაც შეუძლია მოვიდეს და მოძებნოს ჩვენს ქვეყანაში ადგილი, მაგრამ მათი ჩარევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, პოლიტიკური თემებით მანიპულაცია და გარკვეული მოწოდებების გაკეთება დაუშვებელია.
ის ამ განცხადებით პოლიტიკაში შევიდა. როგორც ბიზნესმენთან მე მასთან კითხვები არ გამიჩნდებოდა, მაგრამ როცა პოლიტიკაში შედიხარ და მიუთითებ, როგორ მოიქცნენ სხვები, აქ უკვე ყველა კითხვა ზედაპირზე ამოდის. პოლიტიკა ისეთი რამ არის, რომ ყველას მოკითხავს, ხელოვანსაც ბიზნესმენსაც. პოლიტიკაში მოსულ ადამიანს პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას ფილტრში ატარებენ, ვინ არის, რას წარმოადგენს, რომ ხალხს ასწავლოს ჭკუა. აჯობებს, ის დაელოდოს პროცესების განვითარებას, დაელოდოს საქართველოს ხალხის გადაწყვეტილებას და მერე აუწყოს ფეხი, თუ შეძლებს. თუ ვერ შეძლებს, ეს მისი პრობლემა იქნება.
- ასეა თუ ისე, ხალხი ქუჩაში გავიდა და ეს არ მომხდარა მხოლოდ ოპოზიციის მოწოდებების გამო. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პროტესტი ძირითადად უსამართლობამ და შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია. კრიზისი რომ არა, მსოფლიო კრიზისს ვგულისხმობ, ვარდების რევოლუციის შემდგომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზას როგორ შეფასებას მისცემდით.
- "ალიანსი საქართველოსთვის" პოლიტიკური ჯგუფის წიაღში დაიბადა ძალიან სერიოზული ეკონომიკური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ანალიტიკურ ნაწილსაც (2003-2008 წლები), დღევანდელი ვითარების შეფასებასაც და სამომავლო პროგნოზებს. მათ შორის, მოკლევადიანს, საშუალო და გრძელვადიანს.
დოკუმენტი პროფესიულ ენაზეა შექმნილი და მოიცავს სერიოზული ანალიზს სექტორარული ეკონომიკის თვალსაზრისით. მალე იგი ბროშურად გამოიცემა და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი გაცნობა.
დოკუმენტში დეტალურადაა გაანალიზებული ეკონომიკის ყველა სექტორი, მათ შორის, ინვესტიციების ნაწილშიც. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ წლების განმავლობაში ქვეყანაში არ ხდებოდა პირველადი კაპიტალის შექმნა. მხოლოდ ვაჭრობაზე იყო ძირითადი აქცენტი. არის ასეთი დინამიკაც - ეკონომიკის დავალიანება ბანკების მიმართ. ეს ციფრი 2003 წელს 800 მილიონს შეადგენდა. იმ პერიოდში დაახლოებით ამდენივე იყო დეპოზიტები ბანკებში. 2007 წელს ეკონომიკის დავალიანება ბანკების მიმართ აღემატება 6 მილიარდს. დეპოზიტები კი 3 მილიარდია. 3 მილიარდზე მეტი ბანკებმა შემოიტანეს გარედან. თუ სად წავიდა ეს ფული, ამას სტატისტიკა გვიჩვენებს. ეს ფული არ წასულა სოფლის მეურნეობაში. პირველადი კაპიტალის შექმნაში წავიდა 6-7%, დანარჩენი ვაჭრობაში, მშენებლობაში და კომუნიკაციებში. ქვეყანაში გაიზარდა მოთხოვნა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ერთობლივ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებისთვის მიეცა სტიმული, მან სტიმული იმპორტს მისცა. ის ფული, რაც ბანკებმა გარედან მოიტანეს, წავიდა ისევ უკან. დავუშვათ, სარეცხი მანქანის იმპორტიორს ასესხა ბანკმა ფული, სარეცხი მანქანის შემოსატანად. პარალელურად მან ფული ასესხა კერძო პირს სამომხმარებლო მიზნით. ანუ ამ კერძო პირმა იყიდა ეს სარეცხი მანქანა. ანუ კომპანიამაც და კერძო პირმაც სარეცხი მანქანა იყიდეს ბანკის მიერ სხვაგან ნასესხები ფულით. სამომხმარებლო ბაზარზე იყო სრული ბუმი. ჩვენ კი გვეგონა კარგად ვცხოვრობდით. ეს იყო საპნის ბუშტი. ამასობაში ინვესტიციები წავიდა ვაჭრობის სექტორში, ანუ იქ, სადაც სწრაფი ბრუნვა იყო. არ წავიდა გრძელვადიან დაფინანსებაში ანუ პირველადი კაპიტალის შექმნაში. აგრარული სექტორი კი საერთოდ სავავალო მდგომარეობაშია, სრული დეკაპიტალიზაციაა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ვიმყოფებით როგორც მენტალურად, ისე ტექნოლოგიურად. დოკუმენტში ეს სექტორიც დეტალურადაა გაანალიზებული.
ზოგადად, ინვესტიციები არასწორი მიმართულებით წავიდა. ამას დაემატა ის, რომ სახელმწიფო კუთვნილებაში არსებული აქტივები გაიყიდა და ეს აქტივები, ძირითადად, სხვა სახელმწიფოების სახელმწიფო კომპანიებმავე იყიდეს - რუსებმა, ყაზახებმა, არაბებმა და დუბაიმ. თუ ჩვენი სახელმწიფო ამ აქტივებს ვერ მართავს, მე მიჩნდება კითხვა - ყაზახეთის სახელმწიფო უკეთესად რატომ მართავს? გამოირკვა კიდეც, რომ ვერ მართავს და მიატოვა ყველაფერი.
რატომ გვგონია, რომ სხვა სახელმწიფო უფრო კარგად მართავს ჩვენს აქტივს, ვიდრე ჩვენ? პრივატიზაციის მიზანი - განსახელმწიფოებრიობა არ შედგა. იმ ნაწილში, სადაც განსახელმწიფოებრიობა მოხდა, მადნეული და რამდენიმე სხვა აქტივი, იქ იყო სრული გაუმჭვირვალობა. ძალიან საინტერესოა, რა მოხდა ჭიათურაში უკრაინელებსა და რუსებს შორის... 10 მილიონი გადაიხადეს ვითომ რუსებმა და მერე უკან მოითხოვეს, ანუ უკრაინელებს ჩაუშალეს რეალური ინვესტიცია. იყო საფუძვლიანი ვარაუდი, რომ აქედან, ქართველების მხრიდან იყო გადახდილი, რომ როგორმე ეს ტენდერი ჩაეშალათ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ პრივატიზების პროცესზე პირადი ინტერესების მიბმა ხდებოდა. ისეთ ვითარებაში კი, როცა ინვესტორი შემოდის და სახელმწიფოსთან დანაშაულებრივ გარიგებაში შედის, მას ინვესტორს მე ვერ ვუწოდებდი. გავა დრო და აუცილებლად ჩატარდება ამ პროცესების აუდიტი. ეს წელს იქნება, თუ ხუთი წლის შემდეგ, იმას, რაც პრივატიზაციის ნაწილში მოხდა მიეცემა იურიდიული შეფასება. თუ დაინახა ახალმა ხელისუფლებამ, რომ ესა თუ ის ინვესტორი დანაშაულებრივ გარიგებებშია შესული, რა თქმა უნდა, აქ უკვე კანონი და სასამართლო ჩაერევა. ამიტომ თავმოყვარე კომპანიები ამას არ აკეთებენ. ამას არ აკეთებენ ევროპული, ამერიკული კომპანიები.
- როგორ შეაფასებდით ქართული ბანკების მდგომარეობას. საკმარისია თუ არა მთავრობის მიერ სექტორის მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები და რა ელის ჩვენს საბანკო სისტემას უახლოეს მომავალში?
- მაკროეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში ძალიან მძიმეა. მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი ყოველთვის იყო ძალიან სერიოზული და ყოველთვის უარესდებოდა. 2003 წლიდან მოყოლებული ტენდენცია მკვეთრი გაუარესებისკენ იყო. ექსპორტს და იმპორტს შორის შეუსაბამობა იყო და იგი მკვეთრად უარესდებოდა.
2008 წლამდე მაინც ხერხდებოდა საგადამხდელო ბალანსში მიმდინარე ანგარიშების დეფიციტის კაპიტალით და ფინანსური ანგარიშებით დაბალანსება, რადგან ქვეყანაში გარეთა კაპიტალის ტრანსფერები, ინვესტიციები, დახმარებები შემოდიოდა. ბანკებმა 3 მილიარდი გარედან მოიტანეს. საბოლოო ჯამში, ეს პოზიტიურად აისახება. თუმცა, საინტერესოა, ეს ფული როგორ იხარჯება. ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში გადავიქეცით შემოსავლებზე ორიენტირებულ ქვეყანად. სამომხმარებლო ხარჯები მთელ ჩვენს შიდა პროდუქტში არის ძალიან მაღალი - 90%-ს აღემატება. მთლიანი შიდა პროდუქტი იხარჯება. არ ხდება დანაზოგის შექმნა და მთლიანობაში ადგილობრივ ინვესტიციები არ ხორციელდება.
ბანკებს ეს ფული ვეღარ შემოაქვთ გარედან. ეს რესურსი აღარ არსებობს. ვეღარც ჩვენი ემიგრანტები გზავნიან ფულს სამშობლოში ძველებური მასშტაბებით. უცხოური ინვესტიციები ფაქტობრივად ნულამდეა ჩამოსული. ღმერთმა ქნას, მაგრამ მე ეჭვი მეპარება, ახალმა ინვესტორებმა, ანუ ეგვიპტელებმა და თურქებმა თავზე ფული დაგვაყარონ.
შესაბამისად, საქართველოს ბალანსში იქნება სერიოზული დეფიციტი. ის, ალბათ, 3.5 მლრდ. დოლარს მიაღწევს. რა ხდება რეზერვების ნაწილში ეროვნულ ბანკში? - ახლა მივიღეთ 186 მლნ. სავალუტო ფონდიდან და რეზერვები ამ რესურსით შეივსო. მილიარდ ასი მილიონი იყო და მილიონ სამასი მილიონი გახდა.
ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში სამ მილიონს დოლარს ყიდის და ამით აბალანსებს მოთხოვნას ბაზარზე. რამდენ ხანს ეყოფა ეს რეზერვები ქვეყანას? გავყოთ სამზე მისი მოცულობა და მივიღებთ პასუხს ამ კითხვაზე.
თუ სავალუტო ფონდმა შემდეგ ტრანში დროულად არ მოგვცა, თუ დონორებისგან ის ფული არ შემოვიდა, რაც დაპირებულია, მაშინ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყნის ფინანსური მდგრადობა. იმიტომ რომ დეფიციტი უკვე უახლოვდება საშიშ ზღვარს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ჩარევა უკვე ხდება აუცილებელი.Aასე აკეთებს მთელი მსოფლიო. ლიბერალები ამბობენ, რომ ეკონომიკა თვითრეგულირებადი უნდა იყოს. სარკოზიმ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ კაპიტალიზმის მშენებლობა უნდა დავიწყოთ ნულიდანო. ანუ, არსებობს თეორია, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო ინერციების გარეშე ეკონომიკა ვერ იფუნქციონირებს, მით უფრო კრიზისს ვერ გაუმკლავდება.
საქართველოში დადგა ეს საკითხი. რა ვქნათ ახლა? მთავრობისგან ჯერჯერობით არ მომისმენია კონკრეტულად რაში მდგომარეობს მისი ანტიკრიზისული პროგრამა.
ჩვენ გვაქვს ხედვა, თუ როგორ მოვიქცეთ მოკლე პერიოდში, როგორ გავაკეთოთ მოთხოვნის სტიმულირება, როგორ უნდა შევეცადოთ, რომ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსმა ოპტიმისტურისკენ გადაინაცვლოს.
სახელმწიფო დღესდღეობით ინვესტიციას აკეთებს გზებში. ნაწილობრივ ეს სწორეა. იმ დროს, როდესაც მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დარღვეულია, სახელმწიფო ინვესტიციები მართებულია. მაგრამ არცერთ გადაწყვეტილებაზე ეკონომეტრიკული პასპორტი არ არის გაკეთებული.. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება პიარის ნაწილია მხოლოდ. ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ეკონომიკურად გაზომილი და ციფრებში დანახული. ეს არასოდეს მომხდარა ამ ქვეყანაში.
ცალკე საკითხია ეროვნული ბანკის გარშემო მუდმივად არსებული აჟიოტაჟი, რომელიც, როგორც ვხვდები, ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა. ახალი თემა გაჩნდა ახლა - ლართან ერთად სხვა ვალუტის შემოტანა. ეს კიდევ რაღაც ახალია...
ვერ მოხერხდა ეროვნული ბანკის გაუქმება, რისი დიდი მცდელობაც იყო. სავალუტო საბჭოს პრინციპზე ვერ გადავედით. ბანკი მაინც დარჩა, თუმცა ფუნქციები შეუმცირეს, ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქცია ჩამოართვეს და ა.შ. ეროვნული ბანკი რომ მოწოდების სიმაღლეზე ყოფილიყო, მას უნდა დაენახა ეს ფულადი ნაკადები როგორ იზრდებოდა, სად მიდიოდა და რას მოიტანდა. მშენებლობაში და სავაჭრო სექტორში ამდენი ფულის "ჩატენვა" როგორ დაგვირგვინდებოდა და როგორ დაგვიბუნდებოდა უკან. მაგრამ მას ფაქტობრივად ფუნქციები აღარ აქვს. მას მხოლოდ ინფლაციასთან ბრძოლის ფუნქცია დაუტოვეს.
მივიღეთ პარადოქსული ვითარება. როდესაც ლიკვიდურობის პრობლემა შეიქმნა ქვეყანაში, ეროვნული ბანკის ერთადერთი ფუნქცია ინფლაციის კონტროლი აღმოჩნდა. რა ქნას ახლა, როცა ბანკებში ლიკვიდურობის პრობლემა გაჩნდა?! - ბუნებრივი და სწორი გადაწყვეტილებაა ლიკვიდობის გამოთავისუფლება სარეზერვო მოთხოვნის შემცირების ხარჯზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება თავისი შინაარსით ინფლაციურია. როგორ მოიქცეს? იცის, რომ ეს გასაკეთებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში კოლაფსი მოხდება საბანკო სექტორში. ეს გადაწყვეტილება რომ მიიღოს, კანონი ამას უკრძალავს. ასე ხდება ჩვენში.
ეროვნული ბანკის ფუნქციას ქვეყანაში ვხედავ უფრო გაძლიერებულს, ვიდრე შემცირებულსა და დაკნინებულს, როგორც დღესაა. ის უნდა გახდეს რეგულატორი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მან უნდა გააკეთოს ანალიზი, განჭვრიტოს კომერციულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები და ის საპნის ბუშტები, რაც მივიღეთ, მომავალში მაინც აარიდოს ქვეყანას.
- ბენდუქიძის ბევრი კონგენიალური იდეა ეკუთვნის. ამასწინათ დავით ბაქრაძეს ახლდა აშშ-ში დელეგაციის ოფიციალურ წევრად. წასვლის წინ დაგვიბარა ლარი მიმოქცევიდან ამოვიღოთ და დოლარი შემოვიღოთო, რომ დაბრუნდა, ბრძანა "ფაინენშელ თაიმსში" საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონფიდენციალური ინფორმაციის შესახებ წავიკითხე, სსფ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ევროზე დაუყოვნებლივ გადასვლას ურჩევს, აი, კოსოვო და მონტენეგრო უკვე გადავიდნენ ევროზე, ევროკავშირის თანხმობის გარეშეო. ამ დროს, მოგეხსენებათ, ევროკავშირის წევრი 11 ქვეყანა არ არის გადასული ევროზე, რა კომენტარს გაუკეთებდით მის ამ განცხადებას?
- ბენდუქიძეს ასე არ გამოვიდა და მეორე მხრიდან შემოვლას ცდილობს. შენი ეროვნული ბანკი რეალურად უქმდება და ლარი გახდება დოლარზე მთლიანად მიბმული. და თუ დოლარს მივაბით ეკონომიკა, როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს ფედერალური რეზერვი აშშ-ში, ზუსტად იგივე პროცესები განვითარდება საქართველოშიც. მაგრამ აშშ-ს და ჩვენი ეკონომიკა არსებითად განსხვავებულია. ჩვენ, ფაქტობრივად, გავხდებით მათი ეკონომიკის დანამატი და ეკონომიკის სამომხმარებლო პრინციპი, რომელიც დღეს გვაქვს, კიდევ უფრო გაძლიერდება. ანუ, ჩვენ მწარმოებელი ეკონომიკა ვერასოდეს გავხდებით და ვიქნებით სხვისი ეკონომიკის მომხმარებელი. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი. ჩვენი ინტერესია, რომ პირველადი კაპიტალის შექმნა მოხდეს ქვეყანაში, განსაკუთრებით აგრარულ სექტორში. წარმოიდგინეთ, რომ ამ სექტორში 55% არის დასაქმებული შრომისუნარიანი მოსახლეობისა და ეს 55% ქმნის მშპ-ს 10%-ს. ეს ანომალიაა.
ეს, როგორც ვხვდები, უფრო ულტრალიბერალების გზას ადგანან ჩვენი ლიბერალები. ე.წ. ეკონომიკის მამები. ალბათ, ბენდუქიძეს აქვს მცდელობა, რომ ამას ბენდუქიძის მოდელი დაერქვას, ეს ამბიცია მას გააჩნია. მაგრამ ჩვენმა ლიბერალებმა ისეთი მოდელი აირჩიეს, როცა სახელმწიფო ყველანაირ ვალდებულებას იხსნის, სოციალური ვალდებულებაც კი მოიხსნა.
კონკრეტული შედეგების თვალსაზრისით ბენდუქიძის მოღვაწეობა ქვეყნისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. დღეს ჩვენ ამ შედეგებს ვიმკით. რაღაც ნაბიჯი რომ გადადგა საამისო ბერკეტებს უნდა ფლობდე. ეკონომიკის დღევანდელ მმართველებთან შედარებით ჩვენ ცოდნასა და გამოცდილებას გაცილებით მეტს ვფლობთ.

ესაუბრა ზურაბ კუკულაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48