ფინანსური რესურსის პრობლემა არსებობს, მაგრამ ზრდა აუცილებლად გაგრძელდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ფინანსური რესურსის პრობლემა არსებობს, მაგრამ ზრდა აუცილებლად გაგრძელდება
ნანახია: 1495

დავით ამაღლობელი: ფინანსური რესურსის პრობლემა არსებობს, მაგრამ ზრდა აუცილებლად გაგრძელდება

გლობალური ფინანსური კრიზისისა და აგვისტოს მოვლენების ნეგატიური გავლენა, იაფი რესურსის სიმწირე, შემცირებული აქტივები, გაზრდილი რისკები... - ქართული ბანკები მდგრადობაზე გამოცდას აბარებენ. იოლად ხელმისაწვდომ კრედიტებს შეჩვეული მომხმარებელი კომერციული ბანკების მხრიდან წინააღმდეგობებს აწყდება. ეროვნული ბანკი ინფლაციას ებრძვის, საფინანსო სააგენტო ბანკებს სავალდებულო რეზერვისა და ლიკვიდობის კოეფიციენტებს უმცირებს. დონორები დახმარების მოცულობის განსასაზღვრად იკრიბებიან. არის თუ არა კრიზისი საბანკო სისტემაში, რა ელის ქართულ ფინანსურ სექტორს. "ბანკები და ფინანსებს" საქრთველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი ესაუბრება.

- ბატონო დავით, დღეს ეკონომიკურ ექსპერტთა უმრავლესობა საუბრობს, რომ კრიზისი ქართულ საბანკო სისტემაში აგვისტოს მოვლენებამდე გაცილებით ადრე დაიწყო, აგვისტოს მოვლენებმა კი ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა. ბანკებმა უკვე მაისიდან ასწიეს საპროცენტო განაკვეთები კრედიტზე, ომის შემდგომ კი გაძვირებული კრედიტებიც ძნელად ხელმისაწვდომი გახდა. თქვენ როგორ დაახასიათებთ ქართულ საბანკო სექტორში შექმნილ ვითარებას, რამდენად ეთანხმებით ექსპერტთა მოსაზრებებს?
- მოსაზრებას, რომ ქვეყანაში საბანკო კრიზისია, ვერ დავეთანხმები. კრიზისი საკმაოდ მძიმე სიტყვაა, დღევანდელ ვითარებაში ამ ტერმინის ხმარება მიზანშეუწონელია. ცხადია, არის გარკვეული ფინანსური სიძნელეები, თუმცა, ლიკვიდობის პრობლემები დღეს ბანკებს არ აქვთ, უფრო მეტიც, დღეს ბანკებს ლიკვიდობა საკმარისზე მეტიც კი აქვთ. საქმე ისაა, რომ აქტივების ზრდის ტემპი, გაზაფხულისთვის 70%-საც კი აღწევდა და ბუნებრივი იყო ის რეაქცია, რაც ბანკებმა გამოამჟღავნეს, როცა გარკვეულწილად გაამკაცრეს მომსახურების პირობები. ეს პროცესი შესაძლოა ცოტა ადრეც დაწყებულიყო, ან შედარებით გვიან, მაგრამ გარდუვალი იყო, რამდენადაც ზრდის ასეთი ტემპის დიდხანს შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა. აგვისტოს მოვლენებმა და გაზრდილი რისკების ფაქტორის გათვალისწინებამ კი, გეთანხმებით, დროში ეს პროცესი დააჩქარა. თუმცა მხოლოდ აგვისტოს მოვლენების გამო ეს არ მომხდარა და არც იმის გამო, თითქოს ქართულ ბანკებს შიდა პრობლემები გაუჩნდათ და სიძნელეების წინაშე აღმოჩნდნენ, აქ ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი ისაა, რომ მსოფლიო ფინანსური რყევების გამო, მანამდე იოლად მოსაპოვებელი იაფი უცხოური ფინანსური რესურსი ქართული ბანკებისთვის გაძვირდა და ძნელად მოსაპოვებელი გახდა. უცხოური იაფი რესურსი კი, მოგეხსენებათ, ჩვენი საბანკო სისტემის ერთ-ერთი სერიოზული მასაზრდოებელი წყარო გახლავთ.
დასავლური იაფი ფინანსური რესურსი გაძვირდა და მისი მოპოვება გაძნელდა
- და დღეს ქართული ბანკები ძირითადად, გადასული არიან დეპოზიტების მოზიდვაზე. ეს ყველაფერი ხომ არ ქმნის ბაზარზე რესურსის პრობლემას?
- ბუნებრივია, რესურსის პრობლემა არსებობს, მთავარი წყარო დასავლური იაფი საკრედიტო რესურსი იყო. დეპოზიტების ზრდის დინამიკაც ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო. ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ბანკები ვეღარ გაიზრდებიან იმავე ტემპებით, როგორც იზრდებოდნენ, მაგრამ ზრდა აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ბოლო პერიოდამდე ზრდა იყო 65-70%, ახალ რეალობაში უკვე ეს მაჩვენებელი შესაძლოა 20-25%-მდე დავიდეს. ეს ერთის მხრივ დადებითი ფაქტორიცაა, რადგან ასეთ პირობებში აქტივები უფრო ხარისხიანი იქნება, თუმცა მეორეს მხრივ ბანკების ზრდის ტემპის შენელება ეკონომიკური აქტივობის განვითარებაზე დადებით ზემოქმედებას ვერ მოახდენს.
არის სხვა მომენტიც, - ჩვენ სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთეს სიტუაციაში ვართ. მართალია, ჩვენს ბანკებს ძველებურად და თამამად აღარ მიუწვდებათ ხელი უცხოურ საკრედიტო ხაზებზე ისევე, როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან ომის შემდგომ სწრაფად იქნა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ძალისხმევა მობილიზებული, შესაბამისმა მისიებმა ვითარება შეისწავლეს, შეფასებებიც გაკეთდა და უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ-ორ კვირაში გაჟღერდება კიდეც თუ რა ვადებში და რა მოცულობით გამოიყოფა სახსრები ქართული საბანკო-საფინანსო სექტორისთვის ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და სხვები.
- თქვენ ახლახანს დაბრუნდით მსოფლიო ბანკის წლიური შეკრებიდან. გარდა გლობალურ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებული თემებისა იყო თუ არა თუნდაც რაიმე კონტექსტით საქართველოს ფინანსურ ბაზარზე ყურადღება გამახვილებული და რა კონკრეტული დაპირებები ჩამოიტანა ჩვენმა დელეგაციამ შეერთებული შტატებიდან?
- შეხვედრები ძირითადად, მრავალმხრივ ფორმატში იმართებოდა, როგორც ამას მსოფლიო ბანკის წლიური შეკრებები ითვალისწინებს. თუმცა, ცხადია იყო ინდივიდუალური შეხვედრები მსოფლიო ბანკში, საფინანსო კორპორაციაში, სავალუტო ფონდში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ამერიკის მთავრობაში, ფინანსთა სამინისტროში, გრანტების სააგენტოში. ამ შეხვედრებზე იყო კონკრეტულ პროექტებზე საუბარი, რომელთა ფარგლებშიც საქართველო მიიღებს გარკვეულ დახმარებას თუ კაპიტალს. კონკრეტიკა და ვადები სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ დონორთა შეკრებაზე გაჟღერდება. ჩვენი ინფორმაციით დახმარება სოლიდური იქნება.
აშშ-ში და ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე რუსეთში, დღემდე უპრეცედენტო ნაბიჯები იდგმება კრიზისის თავიდან აცილების და მისი უარყოფითი შედეგების მინიმიზაციის მიმართულებით. ამერიკა ტრილიონამდე დოლარს ხარჯავს საამისოდ, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში და მთელ რიგ განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებში მთავრობები სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფენ უზარმაზარ თანხებს ბანკების მხარდასაჭერად და უკვე მინიშნებების გარეშე საუბრობენ პრობლემური ბანკების ნაწილობრივ ნაციონალიზაციაზე. ქვეყნები ახდენენ დეპოზიტების ლამის 100 %-ით დაზღვევას.
ჩვენ ჯერ-ჯერობით, მსოფლიო ფინანსურ სისტემაში ნაკლებად ინტეგრირებიდან გამომდინარე, მასშტაბითა და მნიშვნელობით ნაკლები პრობლემები გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ისაა, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა არა მარტო კონფლიქტის რეგიონში, არამედ მთლიანობაში გართულდა და მათ უკიდურესად უჭირთ საკრედიტო ბუმის დროს იოლად ნასესხები კრედიტების ბანკებისთვის ვადებში დაფარვა. ამ ვითარების გათვალისწინებით თუ მიდის ფიქრი მთავრობასა და ეროვნულ ბანკში, რომ კონკრეტული და მიზნობრივი შეღავათები გაეწიოს ბანკებს, რათა მათ თავის მხრივ, შეღავათი გაუწიონ ბოლო დროს გაპრობლემებულ კლიენტურას.
- ჩემთვის არ არის ცნობილი, ამ მიმართულებით მიმდინარეობს თუ არა რაიმე კონკრეტული მუშაობა. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის საამისო საჭიროება არც არის. კომერციულ ბანკებს აქვთ იმის საშუალება, რომ კლიენტურასთან ინდივიდუალურ რეჟიმში ითანამშრომლონ. აქ მე პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო მეტიც, ბანკებს
დღეს ყველა პირობა აქვთ საიმისოდ, რომ გარკვეულ დონეზე სასესხო პორტფელის ზრდის დინამიკა შეინარჩუნონ. ცხადია, ზრდა ვერ იქნება უწინდებურად მასშტაბური, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ზრდის ტენდენცია არ შეჩერდება. თუ ასე არ მოხდა, მაშინ მთავრობამ უნდა შეიმუშავოს რაციონალური გეგმა და გონივრული ინტერვენციების სახით ჩაერიოს ბაზარზე, რათა ბანკებმა საკრედიტო საქმიანობა არ შეაჩერონ. იმედი მაქვს საქმე აქამდე არ მივა.
ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 2009 წლის ბიუჯეტი მაკროეკონომიკური გადმოსახედიდან. ჩვენი განვითარების დონის მქონე ქვეყნისთვის 5%-ზე ნაკლები ეკონომიკური ზრდა მისაღები ვერ იქნება. მსოფლიო მასშტაბით მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება. ჩვენ მომავალ წელს 8-9%-იან ზრდას ვვარაუდობთ და ეს, შექმნილ ვითარებაში, კარგი მაჩვენებელი იქნება. საამისოდ საჭირო იქნება საბიუჯეტო დაგეგმარებისას კაპიტალური ხარჯების კომპონენტის ზრდის გათვალისწინება. ვფიქრობ, პრიორიტეტულად უნდა დაფინანსდეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთაც წვლილი შეაქვს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდაში. ასეთ ვითარებაში საჭიროა პროფილაქტიკური ბიუჯეტი. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისს მთავრობასა და პარლამენტშიც გაიზიარებენ.
- ბატონო დავით, ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წლიური ინფლაციის ერთნიშნა დონეზე შენარჩუნება. თქვენ ბოლოდროინდელ საჯარო გამოსვლებში და პრესასთან ამბობთ, რომ ეს მიღწევადია. კეთილი, მაგრამ როგორ? ბანკებისთვის შემცირდა ლიკვიდობის კოეფიციენტი და სავალდებულო რეზერვების მოცულობა. მან ერთის მხრივ ბანკებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, მაგრამ მეორეს მხრივ გააჩინა ბაზარზე ფულის მასის გაზრდის საშიშროება, რაც თავისთავად ინფლაციურ მოლოდინის გამძაფრებას უწყობს ხელს. ამ ფონზე რამდენად რეალურია ერთნიშნა ინფლაციის შენარჩუნება?
- დამატებითი ფულადი რესურსი, რაც ამ ღონისძიებების შედეგად ბაზარზე შესაძლოა გავიდეს, არ არის იმდენად დიდი, რომ პროცესებზე რაიმე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს. პირიქით, ამ კუთხით ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კლება გვაქვს. მ2, მ3 ჩამოვიდა ერთნიშნა დონეზე, როცა წლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 50%-ზე მეტი იყო. მოთხოვნის ფაქტორიდან გამომდინარე, ზეწოლა ინფლაციაზე შემცირდება. ერთადერთი, რაც ჩვენ გვაფიქრებს, ეს არის მიწოდების ფაქტორები, როგორ რეაგირებას მოახდენენ არსებულ ვითარებაზე მიმწოდებლები, ანუ ისინი მაღალ დონეზე შეინარჩუნებენ, ან გაზრდიან ფასებს თუ იმოქმედებენ ბაზრის კონიუნქტურის შესაბამისად. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე გაიაფდა ნავთობი და ხორბალი, ეს პროცესი ჩვენს შიდა ბაზარზე ჯერაც არ ასახულა. თუ მოთხოვნა-მიწოდებიდან გამომდინარე ვითარება დარეგულირდა, ვფიქრობ, ერთნიშნა ინფლაცია მიღწევადია.
- თქვენ პრესასთან აღნიშნეთ, რომ მომავალი წლიდან ელით საბანკო სექტორში გამსხვილების პროცესის დაწყებას. რა გაძლევთ ამ განცხადების საფუძველს?
- ზოგადად, კონსოლიდაციის პროცესი დაწყებულია და ვფიქრობ გაგრძელდება, ვინაიდან დღეს აქტივების ფასები ზოგადად და მათ შორის, ბანკების ფასებიც შემცირებულია. ვფიქრობ, ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგად, ბანკების როლი, რომლებიც ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი გარე ფინანსებზე უფრო გაიზრდება და მათი კონცენტრაცია ბაზარზე უფრო შემცირდება. ანუ, გადანაწილება ბუნებრივად მოხდება და მცირე და საშუალო მოცულობის ბანკები უფრო წამოიწევენ და გაიმყარებენ პოზიციებს.
- თქვენ წელიწადნახევარია, რაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებთ. მთელი ეს პერიოდი ეროვნული ბანკი პრეზიდენტის გარეშე მუშაობს. ხომ არ ზღუდავს ეს მომენტი სებ-ის დამოუკიდებლობის ხარისხს. და აქვე კიდევ ერთი საკითხი, - რამდენიმე თვეა, რაც საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია, ეროვნულ ბანკს ჩამოერთვა და ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს გადაეცა. რას ფიქრობთ, რა აჩვენა განვლილმა პერიოდმა, - ეს ნაბიჯი რამდენად დროული და ეფექტიანი აღმოჩნდა?
- ის, რომ სებ-ს საკმაო ხანია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს არანაირად არ მოქმედებს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხზე. ჩვენი ამოცანაა, რომ სებ-ი იყოს წმინდა ტექნოკრატიული ორგანიზაცია, რომელიც ყველა საჭირო შემთხვევაში გამოთქვამს კომპეტენტურ მოსაზრებას და დადებს ადეკვატურ ანალიზს. რაც შეეხება ბანკებზე ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკიდან ფინანსურ სააგენტოში გადატანას და ამ პროცესის შედეგების შეფასებას, ვფიქრობ, ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება. სააგენტო მაისის ბოლოს შეიქმნა და ის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ნორმატიული ბაზაც ძირეულად გადასამუშავებელი და დასახვეწია. ალბათ, დრო გვიჩვენებს, თუ რამდენად წარმატებული იყო ეს ნაბიჯი. ვფიქრობ, გაცილებით მნიშვნელოვანია სააგენტოსა და ეროვნულ ბანკს შორის იყოს სრული კოორდინაცია. ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ არსებობს. ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და კომუნიკაცია ჩვენს შორის მაღალ დონეზეა. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ პროფესიონალები, რომლებიც სააგენტოში მუშაობენ, ძირითადად სებ-ის ყოფილი თანამშრომლები არიან, რაც საქმიან ურთიერთობას ერთიორად აადვილებს. ინსტიტუციონალური თვალსაზრისით კი, სააგენტო ჯერ კიდევ ფორმირების სტადიაზეა და ალბათ მის საბოლოოდ ჩამოყალიბებას 1 წელი კიდევ დასჭირდება.
- ბატონო დავით, ოქტომბრის მეორე დეკადის მონაცემებით რა სახის და რა მოცულობის უცხოურ დახმარებებზეა საუბარი, რომლებიც გათვალისწინებულია სავალუტო რეზერვის შესავსებად და ზოგადად ქვეყანაში ფინანსური სტაბილიზაციისთვის.
- რეზერვების კუთხით მოქმედებს სავალუტო ფონდის პროგრამა, რომელიც 750 მლნ. დოლარს მოიცავს, საიდანაც 250 უკვე გამოყენებულია, 500 კი მოლოდინის რეჟიმშია, ანუ ჩვენ მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეგვიძლია, თუკი საფრთხე შეექმნება რეზერვებს. უახლოეს მომავალში მოხდება აშშ-ს გრანტის გამოყოფა, 250 მლნ. დოლარის მოცულობით და ისიც ჩვენს რეზერვებს შეავსებს. სხვა დახმარებების კონკრეტული მოცულობების შესახებ გაჟღერდება დონორთა შეკრებაზე, რომელიც სულ რამდენიმე დღეშია დაგეგმილი. ამ ეტაპზე, არც ეროვნული ბანკისთვის და არც მთავრობისთვის არ არის ზუსტად ცნობილი, რა პერიოდში და რა რაოდენობის ფინანსური რესურსი იქნება დონორთა მიერ მობილიზებული საქართველოს ეკონომიკის მხარდასაჭერად. შიდა მუშაობა ყველა ქვეყანასთან ინდივიდუალურად მიმდინარეობს და უკვე შეკრებაზე გახდება ცნობილი რეალური კონკრეტიკა. იქვე გაჟღერდება ამერიკის 1 მლრდ-ის თაობაზე. ამას გარდა, ვვარაუდობთ, რომ საერთო ჯამში დონორთა მხარდაჭერა დამატებით ორი მლრდ ევროს მიაღწევს, რაც ბუნებრივია, მომავალ რამდენიმე წელზე იქნება გაწერილი.


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48