მოსალოდნელია გადასახადების შემცირება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მოსალოდნელია გადასახადების შემცირება
ნანახია: 1069

ეკონომიკისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მიერ თანხების დაბანდება ჩვენს ეკონომიკაში. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს ლიბერალური საგადასახადო სისტემა. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი წარმატებები ამ მიმართულებით. განხორციელდა რადიკალური ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში, კერძოდ, 2005 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი საგადასახადო კოდექსი. მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე ყველა ქვეყანაში თითქმის ნულამდეა დასული ინვესტიციების რაოდენობა. ამ მხრივ, არც საქართველოა კარგ დღეში, მითუმეტეს, აგვისტოს მოვლენების შემდეგ 2009 წელს ნამდვილად არ უნდა ველოდოთ დიდი ოდენობით ინვესტიციებს. ეს ყველაფერი კი გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო შემცირებას ქვეყანაში. აქედან გამომდინარე მთავრობა ცდილობს გადასახადების შემცირებით მოიზიდოს ინვესტორები. მიმდინარე წელს მთავრობა საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებით ცვლილებებს გეგმავს, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო გადასახადი მცირდება და არსებული 25%-ის ნაცვლად, 2009-2010 წლებში 20%, 2011-2012 წლებში – 18%, ხოლო 2013 წლიდან კი 15% იქნება.
მისივე განცხადებით, თუ სახელმწიფოს ამის შესაძლებლობას ეკონომიკური განვითარების დონე მისცემს, ციფრები შეიძლება კიდევ შემცირდეს.
საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება ქონების გადასახადი, როგორც მეწარმე ფიზიკური პირებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. მანამდე არსებული კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი ოდენობის შემოსავლის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ქონების გადასახადს იხდიდა 1%-ს, ახალი განაკვეთის მიხედვით კი, 40 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი თავისუფლდება გადასახადისგან, 40 ათასიდან 100 ათასი ლარის შემოსავლის მქონე პირი გადაიხდის ქონების ღირებულების 0,05%-დან 0,2 %-მდე გადასახადს, ხოლო 100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირი ქონების ღირებულების 0,8%-დან 1,0%-მდე.
თუ მანამდე საგადასახადო ორგანოს უფროსის მოთხოვნით არააქციზური საქონლის ინვენტარიზაციის ჩატარება შესაძლებელი იყო წლის განმავლობაში 3-ჯერ, ახლა ეს მხოლოდ 2-ჯერ იქნება შესაძლებელი. მელიქიშვილის განმარტებით, კონსულტაციების შედეგად შეიძლება ეს რაოდენობაც შემცირდეს.
ის ფაქტი, რომ 2009 წელს კერძო ინვესტიციების დიდი ოდენობით შემოდინება არ არის მოსალოდნელი, დასტურდება მთავრობის განცხადებითაც, რომ საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი სახელმწიფო უნდა გახდეს. ხელისუფლებამ საინვესტიციო სტიმულირების მიზნით 2,2 მილიარდი ლარი გამოყო.
მნიშვნელოვანია ის, რომ საგადასახადო კოდექსით წინა წლებში არსებული 21 გადასახადიდან დღესდღეობით მოქმედებს მხოლოდ 6 გადასახადი. ბატონი მელიქიშვილის განცხადებით, გადასახადების ლიბერალიზაციის ტენდენცია 2009 წელსაც გაგრძელდება.
მაგრამ დღეს საქართველოში კერძო ბიზნესისთვის უმთავრეს პრობლემას მაღალი გადასახადები არ წარმოადგენს. ქართველი ბიზნესმენებისათვის ყველაზე დიდი პრობლემა ხელისუფლების წარმომადგეელთა მიერ განხორციელებული რეკეტია, რამაც ზოგიერთი მათგანი მძიმე ვითარებაში ჩააყენა და ბიზნესს საერთოდ ჩამოაშორა.
ნამდვილად, დადებითი მოვლენა იქნება თუკი ქართული საგადასახადო სისტემა დაპირებისამებრ უფრო მეტად ლიბერალური გახდება, მაგრამ ბიზნესი არ განვითარდება თუ არ შეწდება მათი ტერორი. მაშინ, როდესაც ბიზნესს აიძულებ დაფაროს საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯები და შეავსოს ბიუჯეტი არაოფიციალური გადასახადებით, გასაკვირი არ არის, რომ დღეს საქართველოში არაერთი ბანკი და კომპანია გაკოტრების პირასაა მისული.
ასე რომ, გადასახადების შემცირებასთან ერთად აუცილებელია კერძო საკუთრების დაცვა და სწორედ ამის შემდეგ განვითარდება ჩვენი ეკონომიკა.
ერთია, რომ მთავრობა ცდილობს ინვესტორთა გადასახადების შემცირებით დაინტერესებას, ხოლო მეორე ის - სურთ კი მათ ფულის ჩადება იმ ქვეყანაში, სადაც როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მდგომარეობა არასტაბილურია.


შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48