აფბა ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : აფბა ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს
ნანახია: 510

"აფბა” მიმართავს ხელისუფლებას და საზოგადოებას - შეწყდეს ბიზნესზე ზეწოლა, ბიზნესმენების დევნა და უკანონო დაპატიმრებები, წვრილი მეწარმეების (გარემოვაჭრეების) შევიწროება. გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობაში მყოფი ანზორ ქოქოლაძე და გელა ბარკალაია, შეწყდეს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დევნა, ხოლო თვითდასაქმებული წვრილი მოვაჭრეები დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს, სადაც მერია ვალდებულია მათ შეუქმნას ელემენტარული პირობები.
მთავრობის მიერ დეკლარირებული ბიზნესის ხელშეწყობის პოლიტიკა რეალურად ბიზნესზე ზეწოლა და ფაქტობრივად სახელმწიფო რეკეტი აღმოჩნდა. დაპატიმრებულ იქნა კომპანია "მათე-მოტორსის" მეპატრონე გელა ბარკალაია, დააკავეს "ელიტ-ელექტრონიქსის" დამფუძნებელი და კომპანიის ყოფილი 100%-იანი წილის მფლობელი, "ტექნო-ბუმის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე, ფაქტობრივად დევნილობაშია "სოკარ-ჯორჯიას" 23%-იანი წილის მფლობელი ვანო ჩხარტიშვილი. ამ სიის გაგრძელება, სამწუხაროდ, უსასრულოდ შეიძლება. მსხვილი ბიზნესის პარალელურად უმძიმეს მდგომარეობაში არიან წვრილი მეწარმეები. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში ფორმალური შეღავათების შემოღების დაპირების პარალელურად, ქუჩის მოვაჭრეები აჰყარეს და ათასობით ოჯახი მხოლოდ დედაქალაქში, ლუკმა-პურის გარეშე დარჩა.

ყველა ფაქტის განხილვა, ბუნებრივია, ცალკე უნდა მოხდეს, რამეთუ ყველა მათგანს გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს. ცალკეულ მეწარმეს, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს ცალკეული შეცდომები, რომელთა გამოძიება აუცილებელია, მაგრამ გამოიკვეთა არასახარბიელო ტენდენცია - ხელისუფლებისთვის მიუღებელ ან გარკვეული დროიდან მიუღებელ ბიზნესმენებს დამსჯელ რაზმებს მიუგზავნიან ხოლმე, რომლებიც უეჭველად პოულობენ გადაცდომებს, რომც არ იყოს ისინი, რადგან ასეთი დავალება არსებობს, ხოლო ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი ბიზნესმენები ხელშეუხებელნი არიან, ახალ-ახალი შემოსავლიანი სფეროების ხელში ჩაგდებასაც ახერხებენ და ფარული მონოპოლისტები ხდებიან. ხელი ეწყობათ მხოლოდ უცხოელ ინვესტორებს, კერძოდ, მათ იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლებაში მყოფი ვიწრო წრის რომელიმე წარმომადგენელს შემოჰყავს და მასთან არის ფარულ ალიანსში.
ჩვენ ვგმობთ ამგვარ მიდგომას. ასეთი პრაქტიკით საქართველოში ვერც სინგაპურის დარად აყვავდება ეკონომიკა და ვერც დანია-ჰოლანდია-ბელგიის. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ოფიციალური არხებით ვრცელდება დაკავებულთა და დევნილ ბიზნესმენთა შესახებ, არ იძლევა მათი დადანაშაულების საშუალებას. ყველა არგუმენტი, რომლებიც გავრცელდა ანზორ ქოქოლაძის, გელა ბარკალაიას, ვანო ჩხარტიშვილის და სხვების შესახებ, არ წარმოადგენს დამაჯერებელ მტკიცებულებებს ამ ადამიანებისთვის თავისუფლების აღკვეთისა და სამეწარმეო საქმიანობიდან ჩამოცილებისათვის. მაშინ როცა 101 მილიონ ლარს, დარიცხულ ჯარიმას პატიობენ "ჯეოსელს”, საერთოდ არ ამოწმებენ "მაგთის”, 800 მილიონს აძლევენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბანკებს, თავიანთი არაპროფესიონალიზმის გამო წარმოშობილი დავალიანების დასაფარად, როცა ქვეყნის ბიუჯეტი "პირამიდის” პრინციპით მომუშავე სამშენებლო კომპანიების ნაწილს მათ მიერ გაფლანგულ ფულს ბიუჯეტიდან უნაზღაურებს, მაგალითად, პროექტის - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” - ფარგლებში, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძეს უკანონოდ აპატიმრებენ 7 მილიონი ლარის ფინანსური ვალდებულების დაუფარაობის გამო სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურებისადმი, როცა ბიზნესმენი აცხადებს, რომ მას ვალდებულებების დაფარვის გრაფიკი არ დაურღვევია, ვიდრე კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსს” ქოქოლაძის მენეჯმენტი მართავდა. გელა ბარკალაიას შემთხვევაში საქმე გვაქვს ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მომმარაგებელთან, რომლის მიმართაც ხშირად სახელმწიფოს ჰქონდა დავალიანება. რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს (ვეყრდნობით მასთან დაახლოებული პირის, ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც არც ერთ მხარეს არ უარუყვია) მას მოსთხოვეს "სოკარ ჯორჯიაში” 23%-იანი წილის დათმობა და ყოვლად დაუსაბუთებლად 20 მილიონი დოლარის გადახდა (?!) ასეთი ფაქტები მრავლადაა.
ამდაგვარი მიდგომა საფუძველშივე ძირეულად ეწინააღმდეგება ბიზნესის ხელშეწყობისა და საქმიანი აქტივობისთვის ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბების მთავრობის მიერ დეკლარირებულ პოლიტიკას.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია _ აფბა მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, როგორც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების გარანტს და პარლამენტს, როგორც შესაბამის სტრუქტურებზე ზედამხედველ, ხალხის უფლებამოსილებით აღჭურვილ ორგანოს:
_ დაუყოვნებლივ გათავისუფლებულ იქნან უკანონო პატიმრობიდან ბიზნესმენები ანზორ ქოქოლაძე და გელა ბარკალაია, აგრეთვე, უკანონოდ დაკავებული ყველა სხვა მეწარმე, შეწყდეს ვანო ჩხარტიშვილისა და სხვა ბიზნესმენების შევიწროება, დევნა და მათ მიმართ განხორციელებადი რეკეტი. შესაბამისი გადაცდომის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ყოველგვარი საქმეების შეკერვისა და დატუსაღების გარეშე, ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით, მაქსიმალური საჯაროობის პირობებში წარიმართოს თითოეულ მათგანთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება. შეწყდეს ხელისუფლებასა და საქმიან წრეებს შორის საქართველოს პრაქტიკაში დამკვიდრებული "ჩარჩული" დიალოგი - ამდენს მომცემ, იმუშავებ, არ მომცემ - გაგანადგურებ. ბიზნესის დაწყება რომლის სიმარტივითაც თურმე ჩვენ ვლიდერობთ მსოფლიოში, არ არის მთავარი და განმსაზღვრელი, მთავარია, ჯანსაღი კონკურენტული გარემო და მეწარმეობის თავისუფლება, რის მიხედვითაც ქვეყანაში აშკარად არასახარბიელო მდგომარეობაა.
_ აფბა მოუწოდებს ხელისუფლებას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებიდან გამომდინარე, თავისუფლად ივაჭრონ იქ, სადაც მათ სურთ _ წიგნებით რუსთაველზე, სურსათით და სხვა საქონლით რკინიგზის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასე შემდეგ. ქალაქის მერმა, ბატონმა უგულავამ შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება და ხელი არ ახლოს გარემოვაჭრეებს. მერიამ უზრუნველყოს შესაბამისი დახლებითა და სხვა სავაჭრო ატრიბუტიკით მოვაჭრეები, აგრეთვე სანიტარული წესრიგი იქ, სადაც ჩვენი უღარიბესი მოსახლეობა პურის ფულს შოულობს _ ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. აფბა შეახსენებს ხელისუფლებას, რომ ხალხი არ არსებობს ხელისუფლებისთვის, ხელისუფლება არსებობს ხალხისთვის და იგი მისი მსახურია.

საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა




 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48