ნანახია: 355
დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან 8106.9 ჰექტარზე, შესაძლოა ტყე გაიჩეხოს .
საქართველოს მთავრობა განიხილავს "დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ" განკარგულების პროექტს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სატყეო სააგენტოში განუმარტეს, ტყის ფონდიდან 8106.9 ჰექტარი ტყის ამორიცხვის თხოვნით მათ დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა მიმართა. შესაბამისად, სააგენტოში ტყის ფონდიდან ტყის ამორიცხვის კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ და მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ 8106. 9 ჰექტარი ტყე, რომელიც ტყის ფონდიდან უნდა ამოირიცხოს, დედაქალაქის საზღვრებზე ცალ-ცალკე მდებარეობს. შესაბამისი განკარგულება ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.
|