ნანახია: 721
შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვების უფლების რუმინული "რომპეტროლის" შვილობილი "მარექსინისთვის" მის გადაცემაზე საქართველოს მთავრობამ თანხმობა განაცხადა
ვინ დგანან მის უკან – ბენდუქიძის მეგობარი რუსები, თუ ჩვენი ყივჩაღი წინაპრების შთამომავალი ყაზახები და "ყაზმუნაიგაზი" და "გაზპრომი"
ერთ სულ მოსახლეზე ნავთობისა და გაზის რესურსების მოკრძალებული და მიახლოებული შეფასებით საქართველო კანადას - 1.7-ჯერ, აშშ-ს - 12.0-ჯერ, მექსიკას - 6.8-ჯერ, ბრაზილიას - 15.0-ჯერ, ინგლისს - 12.4-ჯერ, რუსეთს - 2.0-ჯერ, ყაზახეთს - 1.4-ჯერ, ალჟირს - 2.5-ჯერ, ნიგერიას - 3.5-ჯერ, ჩინეთს -72.8-ჯერ, ავსტრალიას - 11.9-ჯერ, ინდოეთს - 202.8-ჯერ, ინდონეზიას - 45.9-ჯერ აღემატება.
ნავთობსა და გაზის დიდ რესურსებს შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში და ქვეყანას დიდი ეკონომიკური სარგებელი მოიტანოს. ქვეყანას, რომელსაც გააჩნია ნავთობისა და გაზის საკუთარი რესურსები, უნარი შესწევს უზრუნველყოს თავისი ენერგოუსაფრთხოება, ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებას და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ამის მაგალითია მსოფლიოს მრავალი ნავთობგაზმომპოვებელი ქვეყანა. საქართველოს, ჩანს, აქვს პოტენციალი შევიდეს ამ ქვეყნების რიცხვში. საქართველო თავისი გეოლოგიური აგებულებით ერთდროულად მიეკუთვნება ორ ნავთობგაზშემცველ ტერიტორიას: აღმოსავლეთ შავი ზღვის ოლქს (დასავლეთ საქართველო) და სამხრეთ-კასპიის ნავთობგაზიან აუზს (აღმოსავლეთ საქართველო). საქართველოში ნავთობისა და გაზის შედარებით დიდი თუ მცირე ბუდობების 1500-ზე მეტი გამოვლინებაა ცნობილი. ჩვენთან ნავთობისა და გაზის მოპოვება ადრეც ხდებოდა. 1981-83 წლებში ნავთობის მოპოვებამ წელიწადში 3 100 000 ტონას მიაღწია და მისი მოპოვების თვითღირებულება იმ დროისთვის ყველაზე დაბალი იყო მთელს საბჭოთა კავშირში. ქვეყანა თავისი ნავთობისა და გაზის რესურსებით ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით აჭარბებს ბევრ ნავთობგაზმომპოვებელ ქვეყანას, რომელთა ეკონომიკაში ნავთობსა და გაზს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ტექნიკურად ამოსაღები ნავთობის მოცულობა ექსპერტთა გაანგარიშებით საქართველოში 1 მილიარდ 200 მილიონ ტონას (7 547 169 811 ბარელი) შეადგენს, რომლის ღირებულება დღევანდელი საბაზრო ფასით დაახლოებით 569 მილიარდ 962 მილიონ 264 ათასი დოლარია (ერთი ბარელი ნავთობის ფასი დღეს 75.52 აშშ დოლარია). ქვეყანამ ეკონომიკური ეფექტი შესაძლოა მიიღოს 40-60 წლის განმავლობაში, თუკი შეიქმნება ნავთობისა და გაზის ძიებისა და მოპოვების ხელსაყრელი პირობები. ახალი საბადოების აღმოჩენას და ექსპლუტაციაში გაშვებას დაახლოებით 5-7 წელი დასჭირდება. ამ ეტაპის დაჩქარება შესაძლებელია აღმოჩენილი საბადოების რეაბილიტაციით, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სწრაფად შევა ექსპლუატაციაში. ამ საბადოებში დარჩენილია ათეულობით მილიონი ტონა ნავთობი, რაც ნავთობზე დღევანდელი ფასებით ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში არსებობს ნავთობისა და გაზის საკმარისი რაოდენობის რესურსები და მარაგი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და დიდი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საქართველო წელიწადში საშუალოდ 708 500 ტონა ნავთობსა და 965469 ათას მ3 ბუნებრივ აირს მოიხმარს, ამ ციფრებს თანხებში თუ გადავიყვანთ, გამოდის დაახლოებით 590 მილიონი დოლარი, ანუ 1 მილიარდ 82 მილიონი ლარია, რაც ბიუჯეტის დაახლოებით 16%-ია. სხვადასხვა უცხოელი სპეციალისტის შეფასებით, საქართველოს პოტენციური ნავთობრესურსების საერთო რაოდენობა მერყეობს 583 მლნ. ტონიდან 2800 მლნ. ტონამდე, ხოლო გაზის - 98 მლრდ. მ3-დან 180 მლრდ. მ3-მდე. ნავთობპროდუქტებისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების დღევანდელი დონის მიხედვით, საქართველოს ნავთობპროდუქტები საკმარისი იქნებოდა 80-300 წელი, გაზი კი დაახლოებით 30-60 წელი (ამოღების 10%-იანი ალბათობით). ერთ სულ მოსახლეზე ნავთობისა და გაზის რესურსების მოკრძალებული და მიახლოებული შეფასებით საქართველო კანადას - 1.7-ჯერ, აშშ-ს - 12.0-ჯერ, მექსიკას - 6.8-ჯერ, ბრაზილიას - 15.0-ჯერ, ინგლისს - 12.4-ჯერ, რუსეთს - 2.0-ჯერ, ყაზახეთს - 1.4-ჯერ, ალჟირს - 2.5-ჯერ, ნიგერიას - 3.5-ჯერ, ჩინეთს -72.8-ჯერ, ავსტრალიას - 11.9-ჯერ, ინდოეთს - 202.8-ჯერ, ინდონეზიას - 45.9-ჯერ აღემატება. Bბუნებრივია, ეს ციფრები და ფაქტები ნებისმიერ ადამიანს დააფიქრებს და გაუჩენს კითხვას, თუ რატომ არ ექცევა ამ მნიშვნელოვან საკითხს სათანადო ყურადღება. ამ რაოდენობით ისეთი მნიშვნელოვანი რესურსის ფლობა, როგორიც ნავთობი და გაზია, დიდ შანსს იძლევა, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწაფად განვითარდეს, როგორც ამაზე ხელისუფლების წარმომმადგენლები ოცნებობენ. თუ ჩვენ ასეთ შანსს არ გამოვიყენებთ, არ განვავითარებთ წარმოებას, მოპოვებით მრეწველობას, მხოლოდ ტურიზმით ეკონომიკურ აღმავლობას ვერ მივაღწევთ. საქართველოში ნავთობის ძიება-მოპოვებას 1995-2006 რამდენიმე უცხოური კომპანია ახორციელებდა. ესენია "კანარგო ჯორჯია", "ფრონტერა ისტერნ ჯორჯია", "ანადარკო ჯორჯია", "იორის ველი – ნავთობი და გაზი". უკანასკნელი კომპანია სახელმწიფოს საკუთრებაშია. როგორც ექსპერტები განმარტავენ, ამ დროის მანძილზე კომპანიები ნავთობს მოიპოვებდნენ არსებულ ძველ საბადოებზე და მათი შემოსვლიდან დღემდე ნავთობის მოპოვება ჯერ გაზრდილა. 1997 წელს 130,5 ათასი ტონიდან, მოპოვება 2006 წლისთვის 62,4 ათას ტონამდე შემცირდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ნავთობის სახელმწიფო საკუთრების წილმა დაიკლო 1995 წელს 38,7 ათასი ტონიდან, 27,7 ათას ტონამდე 2006 წელს. ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩადებულმა ინვესტიციებმა არ მოიტანა დამაკმაყოფილებელი შედეგი. როგორც "საქნავთობის", ასევე უცხოური კომპანიების ხელმძღვანელებმა, 2000 წლიდან მრავალჯერ გააკეთეს ოპტიმისტური განცხადება, რომ ნავთობის მოპოვება საქართველოში მალე გაიზრდებოდა წელიწადში რამდენიმე მილიონ ტონამდე. ასევე გვპირდებოდნენ, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ექნებოდა დიდი რაოდენობით საკუთარი გაზი, მაგრამ ყველა ეს დაპირება ჯერ-ჯერობით არ არის შესრულებული. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში ნავთობის ძიება-მოპოვების უფლების გადასაცემად "რომპეტროლის" შვილობილ რუმინულ კომპანია "მარექსინი"-თან (Marine Resurces Explorations International) ხელშეკრულების გაფორმებაზე მთავრობამ თანხმობა განაცხადა. ინვესტორებს საერთო ჯამში 2,5 მილიონ დოლარად შეძენილი აქვთ ორი ლიცენზია და 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ. აღსანიშნავია, რომ ლიცენზიების მოპოვება მოხდა სწორედ მაშინ, როცა "რომპეტროლის" მეპატრონე დინუ პატრიჩიუ იყო, რომელიც "სახალხო ბანკის" მფლობელი და ბენდუქიძესთან დაახლოებული პირია, ისევე როგორც ლადო გურგენიძე. რაც შეეხება "რომპეტროლის" ახლანდელ მეპატრონეს, იგი ყაზახური კომპანია "ყაზმუნაიგაზ"-ია, რომლის გარკვეულ წილს ჩინური სახელმწიფო კომპანია ფლობს. არადა, ჩვენს პრესაში პატრიჩიუს საქართველოში გამოჩენის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "რომპეტროლი" მან რუსებს მიყიდა. ახლა კი ვებ-გვერდებზე ყაზახები და ჩინელები ფიგურირებენ. "ყაზმუნაიგაზ"-თან დაკავშირებით ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი იპყრობს ყურადღებას. საუბარია ამ კომპანიაში არსებულ რუსულ კვალზე. "უნდა ვივარაუდოთ, რომ "ყაზმუნაიგაზის" ენით "გაზპრომი" საუბრობს. საუბარი მხოლოდ პოლიტიკურ ინვესტიციებზე შეიძლება იყოს. ამ კომპანიაზე "გაზპრომის" კონტროლი ვრცელდება - პირდაპირ თუ დაფარულად. "ეს ორი კომპანია დიდი ხნის პარტნიორები არიან და "გაზპრომი" ამ კომპანიაში აქციების მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს. გარდა ამისა, "გაზპრომს" ყაზახეთთან ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც ყაზახური გაზის ტრანსპორტირება-რეალიზაციას რუსები კურირებენ." - აცხადებს ცნობილი ანალიტიკოსი მაკა ხარაზიშვილი. "ყაზმუნაიგაზი" უცხო არაა ქართული ეკონომიკისთვის, იგი "ყაზტრანსგაზ თბილისის"-ის 100%-იანი წილის მფლობელია, აგრეთვე სწორედ მისი საშუალებით ცდილობდა "გაზპრომი" საქართველოში საერთასორისო გაზსადენის შეძენას. ასეა თუ ისე, შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვების რუსების ხელში გადასვლა, სხვა, უფრო დახვეწილი და ფარული სქემით, გამორიცხული არ არის, პირიქით საკმაოდ რეალური ჩანს. თუ ასეთი სქემა რეალურია, გამოდის, რომ რუსები არა მარტო ე.წ. "დამოუკიდებელი აფხაზეთის" სანაპირო ზოლში ზვერავენ და მოიპოვებენ ენერგომატარებლებს, არამედ საქართველოს მთელს სანაპიროზე.
ნოდარ ჭიჭინაძე
|