მთავარია ბიუჯეტი შესრულდეს, მეცნიერება სულაც არ გვჭირდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : მთავარია ბიუჯეტი შესრულდეს, მეცნიერება სულაც არ გვჭირდება
ნანახია: 317

ეროვნულ გამოცდებში საბუნებისმეტყველო საგნებში აბიტურიენტების კატასტროფული შედეგების ფონზე, ხელისუფლება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შენობებს გაყიდვისთვის ამზადებს

ხელისუფლება საპრივატიზაციო გეგმის ჩავარდნის შიშით რომ აღარაფერს ერიდება, ამას ბოლო დღეებში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული სხვადასხვა შენობებიდან დევნილების მასიური გამოსახლებებიც მიანიშნებს. აგვისტოს თვე პოლიტიკურად ყველაზე მკვდარი თვეა და ხელისუფლებაც სწორედ ახლა ცდილობს ყველა "შავი საქმე" მოიშოროს. მათ შორის დევნილების გამოსახლება და გარევაჭრობის აკრძალვა. ჯერ-ჯერობით, ეს ყველაფერი საკმაოდ წარმატებით ხორციელდება და თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, საპრივატიზაციო გეგმაც წარმატებით შესრულდება. ყოველ შემთხვევაში, ასე გვაიმედებს ახლადდანიშნული მინისტრი ვერა ქობალია.
მიუხედავად ბოლო დღეებში დევნილების უკვე რამდენიმე შენობიდან გამოსახლებისა და ახალი საპრივატიზაციო ობიექტების გაჩენისა, როგორც ჩანს, ხელისუფლება საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე მაინც არაა დარწმუნებული და ახალ ობიექტებს ეძებს, რომელთა პრივატიზაციაც ბიუჯეტს დამატებით შემოსავლებს მოუტანს.
"ბ&ფ" წინა ნომერში უკვე წერდა, რომ ხელისუფლებას დიდი ხანია არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიიის ინსტიტუტის შენობაზე აქვს თვალი დადგმული და სხვადასხვა გზებით ცდილობს მის ხელში ჩაგდებას. ეს ის ინსტიტუტია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია საქართველოში მოქმედ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის. ამ დროს კი მის ხელმძღვანელობას უნივერსიტეტთან მიერთებას სთავაზობენ, ხოლო შემდეგ, კულუარული ინფორმაციით, ხელისუფლება მის გაყიდვას აპირებს. რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მეცნიერებას კიდევ ერთ სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების სტატისტიკური ანალიზის შედეგად, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრმა გამოაქვეყნა, ქვეყნის საშუალო სკოლების კურსდამთავრებულებმა კატასტროფული შედეგები აჩვენეს ფიზიკაში, ქიმიაში და მათემატიკაში: ფიზიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 58%-მა, ქიმიაში - 38%-მა და მათემატიკაში - 33%-მა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს საგნები ჩასაბარებლად აირჩია აბიტურიენტთა რეკორდულად მცირე რაოდენობამ.
ეს აბიტურიენტთა ის ნაკადია, რომელიც მთლიანად რეფორმის ფარგლებში მომზადდა და შედეგიც სახეზეა. ასეთ მძიმე მდგომარეობაში ნაცვლად იმისა, რომ განათლების სამინისტროს დაეწყო იმაზე ფიქრი, თუ რა იწვევს ასეთ შედეგს და მის გამოსასწორებლად ღონისძიებების გატარება დაეწყო, ცნობილი ხდება, რომ სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას შენობიდან გააძევოს მრავალწლიანი ისტორიის და მსოფლიო სახელის მქონე ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი.
აქამდე ინსტიტუტის ოთხსართულიანი შენობის ორი სართული უკვე ჩამორთმეული იყო, ახლა კი კიდევ ერთი სართულის ჩამორთმევა გადაწყვიტა, სადაც ინსტიტუტის 75 წლის ისტორიის მქონე ბიბლიოთეკაა განლაგებული. განათლების სამინისტროს ამ სართულზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს განთავსება სურს.
დაფიქრდა კი ვინმე განათლების სამინისტროში, რამ გამოიწვია ასეთი შედეგები? ის, რაც დღეს მეცნიერების ორგანიზაციის სფეროში ხდება: მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაჩანაგება, მეცნიერთა უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობა და მათი პრესტიჟის შელახვა. განა, ასეთ პირობებში ახალგაზრდა თაობას სურვილი გაუჩნდება, რომ მეცნიერებაში წავიდეს. ეს კი საბოლოო ჯამში იმას გამოიწვევს, რომ მალე ქვეყანაში მხოლოდ ორი პროფესიის კურსდამთავრებულები - ეკონომისტები და იურისტები გვეყოლება.

გიორგი შუბლაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48