ნანახია: 464
ქართულ ბაზარზე ხილ-ბოსტნეული გაძვირდა. საშუალოდ 10-30 თეთრითაა გაძვირებული კერძოდ, კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო და საზამთრო. მომატებულია შაქრის ფასიც, უახლოეს დღეებში კი პურისა და პურპროდუქტების გაძვირებას ელიან. ბაზარში მოვაჭრეები პროდუქტის გაძვირებას დედაქალაქში გარევაჭრობის აკრძალვას უკავშირებენ. "მას შემდეგ, რაც გარემოვაჭრეები აყარეს და მათმა ნაწილმა ბაზარში გადაინაცვლა, ფასებმა მოიმატა. ამის მიზეზი კონკურენციის ზრდაა. თუ ადრე გარემოვაჭრეებს დღეში საკმაოდ სოლიდური შემოსავალი რიგ შემთხვევებში 500 ლარიც კი რჩებოდათ, ახლა, ბაზარში გადანაცვლების შემდეგ მათი შემოსავალი საშუალოდ 20 ლარამდე შემცირდა. არადა, მოგეხსენებათ, მოვაჭრეებს ოჯახები ჰყავთ სარჩენი და იძულებულები არიან, პროდუქტი გააძვირონ. შესაბამისად, უახლოეს დღეებში ფასები სავარაუდოდ, კიდევ უფრო მოიმატებს",- აცხადებენ ბაზრის მოვაჭრეები.
|