ნანახია: 529
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაგეგმილი ხე-ტყის დამზადების ლიცენზიის გასაყიდი აუქციონი განაცხადების არარსებობის გამო ჩაიშალა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 16 აგვისტოს გრძელვადიანი ტყითსარგებლობისთვის ხე-ტყის დამზადების ლიცენზიის გასაყიდი აუქციონი ჩაიშალა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, მიზეზი განაცხადების არარსებობა იყო. აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო ერთი ლოტი, იმერეთში, ვანის სატყეო უბნიდან, ხის ჯიშები წიფელი და თხმელა. საწყისი გასაყიდი ფასი 299 671 ლარი იყო, ხოლო ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელს შეადგენდა
|