ეროვნული ბანკი და "საქსტატი" ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : ეროვნული ბანკი და "საქსტატი" ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან
ნანახია: 583

ოფიციალური სტატისტიკის ქვეყანაში დეფლაციაა, ხოლო ეროვნული ბანკი ინფლაციის ზრდის საშიშროებას ხედვას

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა პოლიტიკა კვლავ გაამკაცრა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 6,5%-მდე გაზარდა.
განაკვეთის ზრდის მიზეზად სებ-ი გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის ზრდის საფრთხეს ითვალისწინებს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში პოლიტიკის უცვლელობის პირობებში სამომხმარებლო ფასების ზრდამ შესაძლოა 6%-ს (ზღვრული მაჩვენებელი) გადააჭარბოს.
საპროცენტო განაკვეთის პირველადი ზრდა ერთი თვის წინ 16 ივნისის საგანგებო სხდომაზე მოხდა, როცა განაკვეთი მანამდე არსებული 5%-დან 6,25%-მდე გაიზარდა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე განაკვეთი - 5% 2009 წლის 25 ნოემბრიდან მოქმედებდა (25 ნოემბერს მპკ-ის სხდომაზე განაკვეთის 6%-დან 5%-მდე გადაწყვეტილება მიიღეს).
აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ინფლაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ბერკეტია, მისი გამკაცრება, ანუ რეფინანსირების სესხის პროცენტის ქვედა მინიმალური ზღვრის დადგენა, ჩვეულებისამებრ, იმის გამო ხდება, რომ ქვეყანაში ინფალაციის ზრდის საშიშროება არსებობს. ასე განმარტავს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომლის შეფასებითაც საქართველოში მოკლევადიან პერიოდში დაგეგმილ 6%-ზე მეტი ინფლაცია შეიძლება დაფიქსირდეს. თუ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ერთის მხრივ, ინფლაციის შემცირების ბერკეტია, მეორეს მხრივ, იგი კომერციულ ბანკებს საკრედიტო რესურსს უძვირებს, რაც, თავის მხრივ, მათ მიერ გაცემულ სესხების პროცენტების გაზრდას იწვევს. ბანკების მიერ კრედიტების გაძვირება, ეკონომიკის დაკრედიტებას ამცირებს, რაც თავისთავად არ არის მისასალმებელი ფაქტი.
ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას ბანკირები სხვადასხვაგვარად აფასებენ. ზოგიერთი მათგანის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მიმოქცევიდან ჭარბი ლარის ამოღებას ემსახურება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან ლარში დენომინირებული სესხების გაძვირება განაპირობოს, რადგან სესხის ძირითადი წყარო დეპოზიტები და დაგროვილი კაპიტალია.
თუმცა, ბანკირთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ არსებულ მდგომარეობაში - ლარის დეფიციტის პირობებში, რაც მხოლოდ სებ-ის ძალისხმევით არ მოგვარდება, ლარში დენომინირებულ სესხებზე განაკვეთების აწევა, ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი ინსტრუმენტის ამოქმედების მიუხედავად, მაინც გარდაუვალია.
ფაქტია, რომ დაახლოებით ერთი თვის მანძილზე რეფინანსირების განაკვეთის ქვედა ზღვარი 1,5%-ით გაიზარდა. რამდენით გააძვირებს ეს ცვლილება, ისედაც ძვირ კრედიტებს, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ამ გადაწყვეტილებაში მეორე მხარე უფრო საინტერესოა. სებ-ი ქვეყანაში მაღალი ინფალაციის საშიშროებას ისევ ხედავს, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის ივნისის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში წლიური 3,7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, ხოლო რაც შეეხება ინფლაციის თვიურ მაჩვენებელს, ივნისში "საქსტატის" გათვლებით 0,3%-იანი დეფლაცია იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) გადაწყვეტილებას, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდის თაობაზე, ექსპერტი მერაბ კაკულიაც ინფლაციის ზრდის რისკს უკავშირებს.
"125 საბაზისო პუნქტით გაზრდის შემდეგ, ერთი თვის თავზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კიდევ 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ეროვნული ბანკი ჯერ-ჯერობით ვერ ხედავს ინფლაციის ზრდის რისკის შემცირების პერსპექტივას", - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ.
მისი განმარტებით, ეროვნული ბანკი ეკონომიკური აქტივობის შემდგომ ზრდას ძირითადად კვლავ ეკონომიკის ფისკალურ სტიმულირებასა და დაკრედიტების მზარდ ტემპებს უკავშირებს, რაც ფულის მასის ზრდას და ინფლაციურ პროცესებს შეუწყობს ხელს.
ასეა თუ ისე, ეროვნული ბანკი ბოლო ორი თვეა, ინფლაციის ზრდის საშიშროების საბაბით, მონეტარულ პოლიტიკას ნელ-ნელა ამკაცრებს, მიუხედავად იმისა, რომ "საქსტატი" ამ პერიოდში ინფლაციის არა ზრდას არამედ კლებასაც კი აფიქსირებს. ამ დილემაში ვინაა მართალი, მხოლოდ "საქსტატმა" და ეროვნულმა ბანკმა უწყის. თუმცა ფაქტია, რომ ამ ორი ორგანოს მოქმედებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. რატომ ვერ ახერხებენ ისინი თანმიმდევრულად მუშაობას და რომელი მათგანის მოქმედებებია ქვეყანაში არსებული მდგომარეობისადმი ადეკვატური, მკითხველმა თავად გადაწყვიტოს.

მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48