რატომ დაიწუნეს "ფრეშის" პროდუქცია თბილისში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


ბანკები და ფინანსები : რატომ დაიწუნეს "ფრეშის" პროდუქცია თბილისში
ნანახია: 493

ვარკეთილში განთავსებული ელექტროტექნიკის მაღაზიის წარმომადგენლის განცხადებით, მათ "ფრეშის" პროდუქცია უხარისხობისა და მაღალი ფასის გამო უკან დააბრუნეს

"ქუთაისის თიზ-ში მოღვაწე კომპანია "ფრეშის" პროდუქცია უხარისხოა და ძვირადღირებული, სწორედ ამიტომ მისი საყოფაცხოვრებო ტექნიკა კომპანიას უკან დავუბრუნეთ", - ეს განცხადება "ბ&ფ"-თან საუბარში "ვარკეთილის" მეტროსთან მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიის წარმომადგენელმა გააკეთა. მაღაზიაში ამჟამად "სამსუნგის" პროდუქცია იყიდება, თუმცა მაღაზიას გარედან "ფრეშის" საკმაოდ დიდი ბილბორდიც ამშვენებს.
მიუხედავად ამისა, მაღაზიაში "ფრეშის" პროდუქცია არ იყიდება, რის მიზეზადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მაღაზიის წარმომადგენლები ამ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის უხარისხობას და სიძვირეს ასახელებენ, რის გამოც იგი კომპანიას უკან დაუბრუნეს.
შეგახსენებთ, რომ "ფრეში" ეგვიპტური კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2009 წლის გაზაფხულზე შემოვიდა და ქუთაისში ახლადშექმნილ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაიწყო საქმიანობა. მაშინ კომპანიის მიერ დადებული ხელშეკრულება საკმაოდ ხმაურიანი და იმედისმომცემი იყო, რადგან კომპანიას ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში 2012 წლამდე 2 მილიარდამდე ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, 15000 ადამიანი დაესაქმებინა და მაღალხარისხიანი საყოფაცხოვრებო ტექნიკა უნდა ეწარმოებინა. ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლებისა და ქუთაისის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან პირველს ქვეყანაში შემოსული მსხვილი ინვესტიციების, ხოლო მეორეს, უმუშევრობის პრობლემის გადაჭრის იმედებს უჩენდა.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე "ფრეში" 500 მილიონამდე ინვესტიციას განახორციელებს, რაც შეეხება დასაქმებულებს, ამჟამად თიზ-ში დაახლოებით 60-80 ქართველია დასაქმებული, რომლებიც გაზქურებს, გამათბობლებს, კონდიციონერებს და საოჯახო მოხმარების სხვა ტექნიკას აწარმოებენ, ხოლო მას შემდეგ რაც 2012 წელს 12-ვე ქარხანა ამუშავდება, იქ 2500-მდე ადამიანი დასაქმდება.
ამასთან, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელი მიხეილ თიგიშვილი აცხადებდა, რომ პროდუქცია საქართველოში არ გაიყიდებოდა, რადგან იგი არ იყო ქართული ბაზარზე გათვლილი და თან კომპანიას არ სურდა, რომ ქართული ეკონომიკისთვის ზიანი მიეყენებინა. (უცნობია "ფრეშს" ქართულ ბაზარზე შემოსვლით ეკონომიკისთვის როგორ უნდა მიეყენებინა ზიანი)
"ბ&ფ" თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელს, მიხეილ თიგიშვილს, დაუკავშირდა, რომელმაც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ვარკეთილში მდებარე ელექტრომაღაზიამ მათი პროდუქცია შეიძინა და შემდეგ კომპანიას უკან დაუბრუნა. მისი თქმით, ვარკეთილში "ფრეშის" მაღაზიის გაკეთება მართლაც იგეგმებოდა, მაგრამ მაღაზიასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა. რაც შეეხება პროდუქციის მიყიდვას და მის უკან დაბრუნებას, თიგიშვილი აცხადებს, რომ მაღაზიაში კომპანიის პროდუქცია შეტანილი საერთოდ არ ყოფილა, ხოლო ბილბორდი კი, რომელიც მაღაზიაზე ამჟამადაცაა განთავსებული, იქ წინასწარ პროდუქციის შეტანამდე განთავსდა, - "ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენ პროდუქცია გავყიდეთ და შემდეგ უხარისხობის და მაღალი ფასის გამო უკან დაგვიბრუნეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ამ მაღაზიასთან მოლაპარაკებებს ვმართავდით, თუმცა ვერ შევთანხმდით და აქედან გამომდინარე, იქ არანაირი "ფრეშის" ტექნიკა არ იყიდებოდა. ვისაც "ფრეშის" ტექნიკის შეძენა სურს, შეუძლია ლილოში განთავსებულ ჩვენს მაღაზიებს მიმართოს".
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის თიზ-თან და "ფრეშის" საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინაც გაჩნდა კითხვები, როცა თიზ-ის ხელმძღვანელის მიხეილ თიგიშვილის და კომპანია "ფრეშის" ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები არ დაემთხვა ერთმანეთს, უფრო სწორად, მათ მიერ დასახელებული რიცხვები თიზ-ში დასაქმებული ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებით. თიგიშვილი დასაქმებულთა რაოდენობად 400-450-ს ასახელებდა, ხოლო "ფრეშის" ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ რაფაატი კი 60-80 ადამიანს. ამასთან, თიგიშვილმა "ბ&ფ”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანიაში უკვე იწარმოებოდა გაზქურები, გამაცხელებლები და ღუმელები, ხოლო დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში რაფაატი აცხადებდა, რომ ამ ყველაფრის წარმოება 2010 წლის ბოლოდან დაიწყებოდა.
და ბოლოს, საკმაოდ ხმაურიანი იყო თემურ შაშიაშვილის განცხადება ქუთაისში "ფრეშის" საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მან ცოტა ხნის წინ "ბ&ფ"-თან საუბარში გააკეთა. მისი თქმით, ეგვიპტურმა კომპანია "ფრეშმა" ევროკავშირის მიერ ეგვიპტისთვის ელექტროტექნიკის შეტანაზე დაწესებული კვოტა სრულად აითვისა და ახლა მეტი პროდუქციის რეალიზაციის მიზნით საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში, ქარხნების გახსნით, აქ ვითომ პროდუქციის წარმოებით და მათზე წარწერის "დამზადებულია საქართველოში" გაკეთებით საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის რაოდენობის გაზრდას ცდილობს. შაშიაშვილის თქმით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ამჟამად არანაირი ელექტროტექნიკა არ იწარმოება, რასაც ქუთაისში ნებისმიერი მცხოვრები დაადასტურებს და იქ მხოლოდ ჩამოტანილი პროდუქციის ეტიკეტირება ხდება.
მოკლედ, ცოტა არ იყოს და უცნაური ვითარებაა და საქართველოში "ფრეშის" საქმიანობასთან დაკავშირებითაც საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს, რომლებზეც კომპანია უცნაურ პასუხებს იძლევა. თუმცა, ამ ეტაპზე ეს კითხვები ხელისუფლებას ნაკლებად აწუხებს და 2012 წლის მოსვლას მოთმინებით ელის, როდესაც ქარხნები სრულად ამუშავდება და შედეგად თიზ-ში 2500-მდე ადამიანი დასაქმდება.

ლევან ცენტერაძე


 
  ბეჭდვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48