ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ფონზე შემუშავებული ახალი კონსტიტუციის პროექტში ავტორები მნიშვნელოვან ყურადღებას სახელმწიფო ფინანსებისა და კონტროლის საკითხს უთმობენ. საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შემუშავებული კონსტიტუციის საბაზისო პროექტი უკვე გააცნო `ბიზნეს ასოციაციის~ წარმომადგენლებს, ხოლო საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია თავის ალტერნატიულ პროექტს უახლოეს დღეებში ეკონომიკის ექსპერტებსა და ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეაჯერებს. როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიების მიერ შემუშავებული კონსტიტუციური პროექტები, თითქმის ერთნაირად აწესრიგებენ ქვეყანაში სახელმწიფო ფინანსებისა და კონტროლის მექანიზმებს, თუმცა მათ შორის განსხვავებებიც რამდენადმეა.
|