"გუდვილის" მიერ "ჯი–მარტის" ქსელის დაფუძნებას უარყოფენ. თუმცა ფაქტები სვა რამეზე მიუთითებს
ჰიპერმარკეტი "გუდვილი" ასლან აბაშიძის დროინდელი აჭარის საბაჟოს უფროსის _ გოგი შევარდნაძის ბიზნეს წამოწყებაა. 2003 წლიდან ამ ბიზნესს, ბუნებრივია, დიდი საბრთხე დაემუქრა, მაგრამ გოგი შევარდნაძემ, ჩანს, ხელისუფლებასთან ურთიერთობა მოაგვარა და ბიზნესში დარჩა, ოღონდ, რა პირობებზე, უცნობი, რამდენადაც ასეთი ინფორმაცია ბოლო დრომდე საჯარო აღარ არის. "გუდვილი" თითქოს ამ წლებში გაფართოების სტრატეგიასაც არ მისდევდა და არსებული სეგნემტით კმაყოფილდებოდა. მით უფრო ყურადღება მიიპყრო ახალი ქსელის – "ჯი–მარტის გამოჩენამ რომელიც, კულუარული ინფორმაციით, "გუდვილი" შვილობილად მოიაზრება.
|