მთავრობა 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილელების შეტანას ითხოვს. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 215 მილიონით იზრდება. ზრდა ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდით ყოფილა განპირობებული. არადა, ექსპერტები ლართან დაკავშირებით დღეს არსებული პრობლემების გამო, ბიუჯეტის პარამეტრების ცვლილებას ელოდნენ. ამ საკითხს კი, როგორც ჩანს, მთავრობა ყურადღებასაც არ აქცევს.
|