| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| ბანკები და ფინანსები : "HSBC ბანკი საქართველოს" "HSBC ბანკი სომხეთის" ფილიალია?! |
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბანკის შვილობილი კომპანია საქართველოში "HSBC ბანკი საქართველოს" რამდენიმე წელია რაც ქართულ საბანკო სექტორის ერთ-ერთი წარმომადგენელი გახდა. ქართულ ბაზარზე მის შემოსვლას ექსპერტები დიდი იმედებით შეხვდნენ, მაგრამ ბანკი რატომღაც პასიურად მოღვაწეობს და პრაქტიკულად ბაზარზე არ ჩანს, რაც მსოფლიო დონის ბანკის მიდგომებს და პრიორიტეტებს ნამდვილად არ შეესაბამება.
|
| |
| ტურიზმი : ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ფასების შემცირებას არ უნდა ველოდოთ |
როგორ შეიძლება განვითარდეს ქართული ტურიზმი მომსახურების დაბალი ხარისხის და მაღალი ფასების ფონზე - ინტერვიუ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ვახტანგ ასათაშვილთან
საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას უამრავი პრობლემა აქვს, ეს ახალი არ არის. მაღალი ფასები, რომელიც ამ სფეროში არსებობს, ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია მისი განვითარებისთვის. თუ რა სტრატეგია და მიდგომები აქვს ტურისტული სექტორისადმი ხელისუფლებას, როდისთვის უნდა ველოდოთ ფასების შემცირებას, ამ საკითხებზე ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვახტანგ ასათაშვილს ვესაუბრეთ.
|
| |
| ბიზნესი : მომხმარებელი ფარმაცევტების კეთილსინდისიერების იმედადაა დარჩენილი |
"ეს გაიაფება კი არა, უფრო გაძვირება იყო, რადგან 300 დასახელების მედიკამენტი გაიაფდა და 400 გაძვირდა"
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" (აფბა), გასულ კვირას საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ფარგლებში, საზოგადოებას ბაზარზე დაკვირვების პირველადი შედეგები წარუდგინა. ასოციაციამ კვლევის ამ ეტაპზე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სუსტ სისტემასა და ბოლო პერიოდში, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ გამოცხადებული, ერთდროულად 500-მდე მედიკამენტის გაიაფების ფაქტზე. აფბას პოზიციით, საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სუსტი სისტემაა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : მთავრობა ეკონომიკური სასწაულის მოლოდინში |
"ასეთი რამ მსოფლიოში არ მომხდარა - ეკონომიკის 9%-იანი ზრდის წინაპირობა არის 4% ვარდნა"
"ჩვენ ვყიდით ყველაფერს - პორტებს, აეროპორტებს, საავადმყოფოებს. თუმცა არა იმიტომ, რომ ფული გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიზნესებიდან გამოვიდეს და მათ მეტი თავისუფლება მისცეს",–განაცხადა პრემიერმა იორდანიაში ვიზიტისას ადგილობრივ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.
"აირჩიეთ როგორი ეკონომიკური ზრდა გინდათ? იცოდეთ: წელიწადში 12% – 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა. დღეს ასეთი მდიდარი ქვეყანა არ არსებობს. წელიწადში 10% – 2040 წელს ვიქნებით მსოფლიოს ყველაზე შეძლებულ ოც ქვეყანას შორის; წელიწადში 7% – 2040 წელს ვიქნებით განვითარებული ქვეყნების ბოლოში, წელიწადში 4% – 2040 წელს ვიქნებით ბანძები. წელიწადში 2% – 2040 წელს არ ვიქნებით. არაფერი არ ვიქნებით~ _ ასე დაგვიხატა ჩვენი მომავალი ეკონომიკის `იდეოლოგმა~ კახა ბენდუქიძემ.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგი |
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2009 წლის აგვისტოდან მუშაობდა პროექტზე - "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით". პროექტი განხორციელდა ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.
|
| |
| საზოგადოება : სად და რა ფასად შეიძლება ნარკომანიისგან განკურნება |
საქართველოში დაახლოებით 400 ათასი ნარკომანია
ნარკომან ქალთა რიცხვმა მოიმატა და ეს მატება დღითი დღე უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება
ნარკომანიისგან განკურნება მინიმუმ 1 წელი გრძელდება და 3000 ლარი ჯდება
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ახალი კანონპროექტით ბიუჯეტიდან ფულის “მოტეხვა” მარტივდება |
პარლამენტს კანონში შესყიდვების შესახებ ცვლილებები შეაქვს. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლაშა თოდრიაა, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტი სატენდერო წინადადების ფასის დამოუკიდებლად დადგენის შესახებ, სერთიფიკატის შევსების მოთხოვნის შემოღებას ითვალისწინებს. ფასის დამოუკიდებლად დადგენის სერთიფიკატი სატენდერო დოკუმენტაციაში შევა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ყოველი მეხუთე ესპანელი – უმუშევარია |
სახელმწიფო სტატისტიკურმა სამსახურმა დაადასტურა ადრე პრესაში გაჟონილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანეთში უმუშევართა რიცხვმა, პირველად ბოლო 13 წლის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ბარიერს - 20 %-ს გადააჭარბა. ეს, ევროზონის ქვეყნებში აბსოლუტური რეკორდია და ორჯერ მეტია ევროკავშირის საშუალო ამ მაჩვენებელზე.
|
| |
|
|
|
|