"ბილაინი" საქართველოში მობილური ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფის სიძვირეს უჩივის "ბიზნეს კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ვიმპელკომის" გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში მობილურ ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი გაუმართლებლად მაღალია და საშუალო ევროპულ ფასს 2-ჯერ მაინც აღემატება. აქვე ბორის ნემშიჩი იმასაც დასძენს, რომ კომისია ტარიფის შემცირებაზე მუშაობს და, სავარაუდოდ, ეს ტარიფი 6-7 თეთრამდე შემცირდება. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაშიც ადასტურებენ, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის დადგენაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
|