რეფორმირებული სტატისტიკის დეპარტამენტის, აწ უკვე "საქსტატის", მონაცემები საზოგადოების მხრიდან უნდობლობას იმსახურებს და მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. კერძოდ, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ფასები ბენზინზე და კვების პროდუქტებზე მუდმივად იზრდება, "საქსტატი" აცხადებს, რომ საქართველოში 2010 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 0,26%-ით არის შემცირებული, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი თებერვალში 125,8 ლარს შეადგენდა. ამასთან, "საქსტატის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტში ქვეყანაში საარსებო მინიმუმი გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით 6,8%-ითაა შემცირებული.
|