| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| სოფლის მეურნეობა : სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდება |
თუმცა მთავრობა ოპტიმისტურადაა განწყობილი
რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას, სხვა მრავალ საინტერესო და ქვეყნისთვის აქტუალურ თემასთან ერთად, სოფლის მეურნეობის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული მდგომარეობა უმჯობესდება.
|
| |
| ბიზნესი : შემცირდება თუ არა მარტის ბოლოს მობილურ ტელეფონზე სასაუბრო ტარიფი |
რისი იმედი აქვს კომუნიკაციების კომისიას, გაუგებარია
საქართველოში, ფიჭურ კავშირგაბმულობაში რომ მაღალი ფასებია, ამ ფაქტმა როგორც იქნა სფეროს რეგულატორის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყურამდეც მიაღწია. კომისიის განცხადებით მარტის ბოლოს, კერძოდ, 26 მარტს დასრულდება კვლევა, რომელიც მობილური ოპერატორების ბაზარზე მიმდინარეობს და შესაძლებელია, რომ კომპანიებს შორის არსებული ურთიერთჩართვის ტარიფი შემცირდეს, რაც საცალო ბაზარზე მობილურით საუბრის გაიაფებაზე პირდაპირ უნდა აისახოს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : სკანდალური ბრალდება კომერციულ ბანკებს |
ვახტანგ რჩეულიშვილი: - "ბანკებმა მხოლოდ ის დეველოპერები დააფინანსეს სადაც მათ თავად ქონდათ წილები"
სამშენებლო ბიზნესი თუ საბანკო სფერო? ამ ორიდან რომლის დამსახურებაა ყველაზე მეტად, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, კრიზისის დედასახელმწიფო საქართველოში ჯერ კიდევ მძვინვარებს?
|
| |
| ბიზნესი : "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ურჩ გადამხდელებს სასამართლო ელით |
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, პარლამენტში მიიღეს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მოქალაქეთა დაჯარიმების უფლება თავად წყლის მიმწოდებელ კომპანიებს გადაეცათ. ამ უკანასკნელთ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული კოდექსების თანახმად შეეძლებათ დააჯარიმონ როგორც ურჩი გადამხდელები, ასევე წყლის უკანონო მომხმარებლები.
|
| |
| სოფლის მეურნეობა : ხვნა-თესვა მინისტრის განცხადების შემდეგ დაიწყება |
მერე რა რომ გაზაფხული დადგა
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, სოფლად სასოფლო-სამეურნეო ფუსფუსიც იწყება. თუმცა, ხორბალი და სხვა ზოგიერთი მცენარეული კულტურა, ჯერ კიდევ ზამთარში ითესება. დღეისათვის საქართველოში საერთო მიწების, დაახლოებით, 250 ათასი ჰექტარი ითესება, რაც ადრინდელ მაჩვენებელთან შედარებით, ძალიან მცირეა. რეალურად სათესი მიწების დამუშავება გამესამედდა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : სახელმწიფოს ფარული ანგარიშები კომერციულ ბანკებში |
კორუფციის ჭაობში ჩაძირული ფინანსთა სამინისტრო და ქართული კომერციული ბანკები
რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო დაწესებულებების ნაწილმა ეროვნულ ბანკში არსებული თავისუფალი სახსრების ნაწილი სხვადასხვა კომერციულ ბანკში გადაიტანა. კულუარული ინფორმაციით, ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკებში თითქმის ყველა სახელმწიფო ორგანოს ანგარიშებიდან გადატანილია თანხა და მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 500 მლნ. ლარს შეადგენს, თუმცა ამის შესახებ საუბარს როგორც ეროვნულ ბანკში, ასევე სახელმწიფო ორგანოებში ერიდებიან და ამტკიცებენ, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
|
| |
| --- : საგადასახადო სამსახური ანგელოზის ფრთებითა და ეშმაკის რქებით |
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 2010 წლის აპრილიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდება და იგი მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე აღარ იქნება დამოკიდებული. ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგადასახადო სამსახური თვითდაფინანსებაზე გადავა და საგადასახადოს თანამშრომლები, საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, მათ მიერ მეწარმეებზე დარიცხული და ამოღებული გადასახადებიდან დამატებით ხელფასს მიიღებენ.
|
| |
| საზოგადოება : მოვალეებს ქვეყნის გარეთ გასვლა აეკრძალებათ |
"მოვალეთა რეესტრში" მოხვედრილებს უძრავი და მოძრავი ქონების ჩამორთმევის შემდეგ, გადაადგილებაც შეეზღუდებათ
2010 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული "მოვალეთა რეესტრი", რომელიც ბანკების მოვალეებისგან სესხების ამოღებისთვის შეიქმნა. შესაძლოა, რომ ეს სია, მასში მოხვედრილთათვის, კიდევ ერთი შეზღუდვის დაწესების საფუძველი გახდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პარლამენტში შევა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც "მოვალეთა რეესტრში" მოხვედრილ პირებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალებათ. კანონპროექტის ინიციატორები ფინანსთა სამინისტრო და საბანკო სექტორის წარმომადგენლები არიან.
|
| |
| ბიზნესი : რომელ ინვესტორებს ჩამოერთმევათ ობიექტები |
სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციის შემდეგ ინვესტორთა მიერ ვალდებულებათა შესრულების გაკონტროლება ეკონომიკის სამინისტროს პირდაპირი მოვალეობაა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოცემულ საქმიანობაში კონტროლის პალატაც აქტიურად ჩაერთვება და სახელმწიფო საწარმოთა მფლობელ ინვესტორებს გააკონტროლებს.
|
| |
| --- : საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს "აბოლებს" |
ანტიმონოპოლიურ სამსახურს არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციები ექნება
საკუთარ თავთან მრავალწლიანი ბრძოლის და ქართველი ხალხის ჯიბიდან ბოლო ლარების ამოღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის შესახებ, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
|
| |
|
|
|
|