აურზაური ქუთაისში "დიდების მემორიალის” დანგრევის გამო გრძელდება. ამ ერთ, ჩვეულებრივ აქტს, ესოდენ დამახასიათებელს ქვეყნს განვითარების მიმდინარე ეტაპისთვის, რატომღაც განსაკუთრებული ხმაური მოჰყვა. საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ შეიგნო, რომ არაფერი არაჩვეულებრივი არ მომხდარა. 1985 წლიდან დღემდე ასეთი რამ თითქმის ყოველდღიურად ხდება. ხდებოდა პატიაშვილის დროსაც, გამსახურდიას, შევარდნაძის დროს, ხდება ახლაც.
|