პირველი განხეთქილება ახალ ფეხბურთის ფედერაციაში გასულ კვირას, ტექნიკურ ცენტრ "ბასაში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა, რომლის დღის წესრიგში ორი საკითხი იყო, ფედერაციის წესდებაში შესატანი ცვლილებები და ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევა. ყრილობაზე აღმასკომის წევრობის 24 მსურველი იყო, რომელთაგან 18 უნდა არჩეულიყო. ხმის მიცემის უფლება 30 დელეგატს ჰქონდა, თუმცა, 2 მათგანის შევსებული ბიულეტენი გაუქმდა, რისი მიზეზიც ის გახდა, რომ გვარების ნაცვლად, მათ რიცხვები შემოხაზეს.
|