2008 წლის 23 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა დონორთა კონფერენცია, რომელზეც საქართველოსთვის რუსეთთან საომარი კონფლიქტის შედეგების აღმოსაფხვრელად 4.5 მილიარდი დოლარის გამოყოფა გადაწყდა. კერძოდ, მსოფლიო ბანკიდან - 530 მილიონი დოლარი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკიდან - 927 მილიონი დოლარი, აზიის განვითარების ბანკიდან - 300 მილიონი დოლარი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციიდან - 350 მილიონი დოლარი, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან - 330 მილიონი დოლარი, ამერიკის შეერთებული შტატებისგან - 1 მილიარდი დოლარი, ევროკომისიისგან - 638 მილიონი დოლარი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან - 174 მილიონი დოლარი, იაპონიისგან - 200 მილიონი დოლარი და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ საერთო ჯამში 88 მილიონი დოლარი გამოყო.
|