| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| ბანკები და ფინანსები : ლევან ჯაჭვლიანი მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა |
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტს ახალი უფროსი ყავს. მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე ამ თანამდებობაზე ლევან ჯაჭვლიანი დაინიშნა, რომელმაც დავით ჭელიძე შეცვალა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ეკონომიკის სამინისტროში გიორგი ბაქრაძე იმუშავებს |
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა და პრივატიზების დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს - მინისტრის ბრძანების საფუძველზე ამ თანამდებობაზე 2009 წლის 13 ოქტომბერს გიორგი ბაქრაძე დაინიშნა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველო ქუვეითელ მხსნელებს ელოდება |
საქართველოს პრეზიდენტი და ქართული დელეგაცია ეკონომიკური განვითარების მინისტრის ზურაბ პოლოლიკაშვილის შემადგენლობით ქუვეითიდან დაბრუნდნენ.
|
| |
| საზოგადოება : ბიუჯეტის სახსრებს "ნაც. მოძრაობა" და ოპოზიციის ნაწილი ინაწილებენ |
საზოგადოებაში არსებობს აზრი, რომ გამარჯვებული პროექტების უმეტესობა ნაცმოძრაობის ახალგაზრდული .ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეკუთვნით.
|
| |
| საზოგადოება : თსუ-სა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა |
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2009 წლის 11 სექტემბერს მიუნხენში ქ. მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ხელშეკრულება გააფორმა.
|
| |
| საზოგადოება : რას გულისხმობს სტუდენტთა დაფინანსების ახალი მეთოდი |
რეფორმირებული ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხი საგრანტო სისტემა შესაძლებელია შეიცვალოს. ახალ სისტემაზე გადასვლის პირველ წელს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი გრანტი ყველა საგნის ქულათა ჯამის საშუალო არითმეტიკულის გამოითვლით ინიშნებოდა, ხოლო მომდევნო წლებში მხოლოდ ზოგადი უნარ-ჩვევების ქულათა მიხედვით. დაფინანსების ამ მეთოდს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.
|
| |
| საზოგადოება : საგანმანათლებლო რეფორმას თსუ-ში მაღალკვალიფიციური კადრები შეეწირა |
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლახან შრომის ეკონომიკისა და საერთაშორისო ეკონომიური ურთიერთობების კათედრები გაუქმდა.
|
| |
| საზოგადოება : ქართველი მულტიპლიკატორები ძირითადად ენთუზიაზმზე მუშაობენ |
ხელოვნების ერთ-ერთ დარგში, რომელიც საქართველოში შეიძლება ყველაზე პერსპექტიულად ჩაითვალოს, დაუფინანსებლობის გამო, პრაქტიკულად, არაფერი კეთდება. საუბარია ქართულ მულტიპლიკაციაზე. ბოლო სერიოზული მულტიპლიკაციური ნამუშევარი "გავარდნილები" გახლავთ, რომელიც ერთი წლის წინ დავით სიხარულიძემ გადაიღო.
|
| |
| საზოგადოება : პირველადი მოხმარების პროდუქტები ძვირდება |
ფასების ზრდა უახლოეს მომავალშიც გაგრძელდება
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "ბ&ფ"-ის სამი კითხვა ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს |
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" ქვეყანაში აკანონებს "სინგაპურიზაციის" და ოფშორიზაციის პროცესს, თუ არ ეთანხმებით ამას, მაშინ იქნებ ახსნათ, რა განსხვავებაა მალდივის ან კაიმანის კუნძულების ეკონომიკებს და იმ ტოტალიტალურ ეკონომიკას შორის, რომელიც ამ აქტით მკვიდრდება. და ბოლოს, აღიარებთ თუ არა, რომ "ეკონომიკური თავისუფლების აქტი" ძირფესვიანად და კონცეპტუალურად ეწინააღმდეგება ლიბერალიზმისა და ლიბერალური ეკონომიკის ევროპულ და ამერიკულ გაგებასა და ღირებულებებს. ამ აქტით და სხვა თანმდევი ნაბიჯებით ხდება ქვეყნის დესუვერენიზაცია, დერეგულაცია, დეცენტრალიზაცია და დეზინტეგრაცია, ხოლო ჩვენთვის საოცნებო სინგაპურს 50 წელია მართავს ერთი პარტია ლიკუანიუ, სინგაპურის მმართველი "უხსოვარი დროიდან", სინგაპურის პარლამენტში კი ერთი-ორი სხვა პარტიის წევრიცაა?
|
| |
| საზოგადოება : თამაში ჭვავის ყანაში |
პურის საცხობებს ბაზარზე შეღებილი ფქვილისგან გამომცხვარი შავი პური გამოაქვთ. ნამდვილ რუხ პურს საქართველოში ვერ იყიდით
|
| |
| ბიზნესი : რატომ გახდა აუცილებელი საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის აღდგენა |
ბიზნეს-ასოციაციის შექმნის ინიციატივა ცნობილ ბიზნესმენებს ბანკი "რესპუბლიკას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯოდმარეს ლაშა პაპაშვილს, ასევე ბიზნესმენთა ფედერაციის ყოფილ აღმასრულებელ მდივანს გიორგი ისაკაძეს ეკუთვნის.
|
| |
| საზოგადოება : შეფუთული ფასები კომფორტულ ფილარმონიაში |
5 ოქტომბერს სახელმწიფო ფილარმონიამ მაყურებელს უმასპინძლა. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დიდი საკონცერტო დარბაზი უკვე მზად არის. პირველი კონცერტი ყველასათვის საყვარელმა ნანი ბრეგვაძემ ჩაატარა. უნდა აღინიშნოს, რომ 5 ოქტომბერს მხოლოდ ის დარბაზი გაიხსნა, სადაც უშუალოდ კონცერტები ტარდება, სხვა დარბაზებში კი სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
|
| |
| საზოგადოება : "მოსწავლეების 70%-მა სახელმძღვანელოები ვერ შეიძინა" |
ყოველი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსაც და მშობლებსაც დიდ საზრუნავს და თავსატეხს უჩენს. თუ ადრე სწავლის დაწყება მოსწავლეებისა და მშობლებისთვის დიდი ზეიმი იყო, დღეს ამ სიხარულს დიდი პრობლემებიც ემატება. ამის მიზეზი კი მძიმე სოციალური მდგომარეობაა, რომელიც არ აძლევს მშობლებს საშუალებას, რომ აუცილებელი სასწავლო ინვენტარით უზრუნველყონ თავიანთი შვილები.
|
| |
| უძრავი ქონება : რატომ არ ენდობიან ბანკები დეველოპერებს |
ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტში, რომელშიც, საბოლოო ჯამში, 11-მა დეველოპერულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, 11-ვე გამარჯვებულად დასახელდა. კომპანიებს უკვე შეუძლიათ ბანკებიდან დაფინანსების მიღება და მშენებლობების დაწყება. ყველაზე მსხვილი მომწოდებელი დეველოპერული კომპანია "არსია" 100 საცხოვრებელით, ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობას – 14 საცხოვრებელ ფართს, რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე "ეუბე ჯორჯია" წარმოადგენს. რაც შეეხება ფასებს, კვადრატული მეტრ მიწაზე ყველაზე დაბალი ფასი, 630 დოლარი, "ტექს ჯგუფს" აქვს, ყველაზე მაღალი კი "ვაკე პალასმა" წარმოადგინა, მის ერთ-ერთ პროექტში კვადრატული მეტრი მიწა 2658 დოლარი ღირს.
|
| |
| ბიზნესი : "ჩვენ ჯერ კიდევ მაღალი რისკების მქონე ქვეყნად ვრჩებით" |
საქართველო საინვესტიციო ნათელი მომავლის ქვეყანა ვერ იქნება
|
| |
| საზოგადოება : ქართული ფეხბურთის ახალი იმედები |
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით მეოთხე პრეზიდენტი დომენტი (ზვიად) სიჭინავა, სფფ-ის გენერალური მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტების ვინაობას მიმდინარე კვირის ბოლოს დაასახელებს. სიჭინავა პრეზიდენტად 1 ოქტომბერს გამართულ სფფ-ს რიგგარეშე ყრილობაზე აირჩიეს. ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის ტექნიკურ ცენტრ "ბასაშ" გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე, პრეზიდენტის ერთადერთ კანდიდატს 31 დელეგატიდან მხარი 29-მ დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 2 წავიდა. ზვიად სიჭინავა სფფ-ის პრეზიდენტის მოვალეობას 2011 წლის ჩათვლით შეასრულებს.
|
| |
| ბიზნესი : სახელისუფლებო რეკეტი რესტორნების ბიზნესსაც შეეხო |
საქართველოს ხელისუფლება ხშირად იწონებს თავს სხვადასხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ ქართული ბიზნესგარემოს შესახებ გამოქვეყნებული შეფასებებით, სადაც საქართველოში ბიზნესის დაწყება საკმაოდ მარტივად არის შესაძლებელი. უცხოელებს შეფასების თავიანთი კრიტერიუმები აქვთ, რომელთა მიხედვითაც, ქართული ბიზნესი, შეიძლება, მართლაც დადებითი კუთხით შეფასდეს. თუმცა, არსებული რეალობა, სახელმწიფოს დამოკიდებულება ბიზნესისადმი, რბილად რომ ვთქვათ, არც იმდენად ჯანსაღია, როგორც ეს უცხო თვალისთვის შეიძლება წარმოაჩინონ.
|
| |
| სოფლის მეურნეობა : ქართველი გლეხები რთველის სუბსიდერების მეთოდებით უკმაყოფილონი არიან |
საქართველოში "რთველი 2009" აქტიურ ფაზაში შედის და პრობლემა პრობლემაზე იჩენს თავს. გლეხები და ფერმერები უკმაყოფილებას ვერ მალავენ წლევანდელ რთველთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ის თანხები, რომლებსაც ქარხნები ყურძნის ჩასაბარებლად იხდიან, მიზერულია და იმ ხარჯებსაც ვერ ფარავს, რაც ყურძნის მოყვანას, ვენახის მოვლას სჭირდება. როგორც ჩანს, მთავრობაშიც იგრძნეს პრობლემების არსებობა და ამიტომაც რთველის დაფინანსება 14 მილიონით გაზარდეს.
|
| |
|
|
|
|