საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიის შემუშავება დაიწყო. ამ მიზნით, ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი სასტუმრო “თბილისი მერიოტში” ბიზნესმენებს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავება, რომელიც შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენების, ახალი ინვესტიციების მოზიდვის, ხალხის დასაქმების და ამ მიზნით ახალი საშუალებების შექმნის, შესაბამისად, ქვეყნის კეთილდღეობის საფუძველი გახდება.
|