მთავრობამ ბოლო 6 წლის განმავლობაში გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის დაკანონება გადაწყვიტა. ამ მიზნით უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება. მოსალოდნელი ცვლილებების და ახალი ლიბერალური ინიციატივების საჭიროების შესახებ ორი კვირის წინ პრეზიდენტისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე გახდა ცნობილი, თუმცა მაშინ არაფერი განუცხადებიათ კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით. გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტს ეწვია და ქართველ კანონმდებლებს ეკონომიკური თავისუფლების აქტი გააცნო, რომლის მიხედვითაც, უახლოეს მომავალში კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა. როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტმა საზოგადოებას ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად ლიბერალიზაციის აუცილებლობის შესახებ ამცნო და ამისთვის დეპუტატებს უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო ცვლილებებიც შესთავაზა. თუ რა ინიციატივებსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი, ამის შესახებ ქვემოთ გიამბობთ.
|