დეკემბერში მორიგი სამთავრობო კარუსელის შემდეგ მთავრობას ახალი მინისტრი შეემატა. პარლამენტის ჩუღურეთის მაჟორიტარმა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. ლაშა ჟვანიამ საზოგადოებას დანიშვნისთანავე დაამახსოვრა თავი ტყეების აუქციონების შეჩერებით. მინისტრმა "ბ&ფ"-ს თავისი მოსაზრებები გაუზიარა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტთან, "იაფი კრედიტის" პროგრამასთან, ინვესტიციების მოზიდვასთან, მცირე ბიზნესის განვითარებასთან, ტურიზმთან, სტატისტიკის სამსახურის რეფორმასა და ანტიმონოპოლიურ რეგულირებასთან, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან და მის დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებასა თუ ალასანიას გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით. ლაშა ჟვანია რეიტინგული მინისტრების რიცხვს ეკუთვნის. იურისტი, დიპლომატი და ქვეყნის მთავარი ეკონომიკური უწყების ხელმძღვანელი, თავბრუდამხვევი კარიერა და საკმაოდ კარგი იმიჯი საზოგადოებაში - ეს ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, პოლიტიკოსისთვის სახიფათო უფროა, ვიდრე ხელშემწყობი გარემოება.გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.
|