ვინ აღმოჩნდება მართალი - ხელისუფლება, ეროვნული ბანკი თუ ექსპერტები
საქართველოს მთავრობას, შესაძლოა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლის გადახედვა მოუწიოს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეორე კვარტლის შედეგებზე დაყრდნობით, მშპ-ის კლების ტემპი 4%-ზე მეტი ნიშნულით განსაზღვრა, რაც წლის დასაწყისში დაგეგმილ მშპ-ს 2,5%-იან ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში 6,5%-იანი კლებაა. ეროვნული ბანკი 2009 წელს იმაზე ნაკლებ ეკონომიკურ გამოცოცხლებას ელის, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მოხსენებით, ეკონომიკის ზრდის ტემპი მოსალოდნელზე მეტად შემცირდება. შედეგად შეიცვალა ეკონომიკის ზრდის ტემპის პროგნოზები და ეროვნული ბანკის ვარაუდით, წელს მთლიანი შიდა პროდუქტის კლების ტემპი 4%-ს გადააჭარბებს.
|