საზოგადოება : "დემოკრატიული საქართველო" არადემოკრატიულობის რეიტინგში
არასამთავრობო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" თავისი მორიგი კვლევის შედეგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველო სიტყვის თავისუფლების მაჩვენებლით 180 ქვეყნიდან 120-ე ადგილზეა. შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყანა უდაო ლიდერია უკუსვლის მიხედვით.