ავტორიტეტულმა ჟურნალმა Forbes მორიგი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. საქმე ეხება მსოლფიოს წამყვანი საფეხბურთო კლუბების ფინანსურ მდგომარეობას. ყველაზე მდიდარი კლუბი, შარშანდელი მონაცემების მსგავსად, ინგლისური ფეხბურთის ფლაგმანი მანჩესტერ იუნაიტედი აღმოჩნდა 1.87 მილიარდი დოლარით. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე წელია შემოსავლების მიხედვით საფეხბურთო სამყაროში ინგლისური კლუბები დომინირებენ.
|