მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გრძელდება. უფრო მეტიც, ზოგი ეკონომისტი კრიზისის პიკს სამომავლოდ პროგნოზირებს. შესაბამისად, მდგომარეობა საქართველოშიც უფრო და უფრო იძაბება, რაც ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროსა თუ დარგს დაეტყო.
სოფლის მეურნეობა : "ერი, რომელიც მიწას არ ამუშავებს, ის მას არ ფლობს"
ექსპერტული შეფასება[i] ქართული სოფელი გასაჭირშია. უჭირს ქართველ გლეხკაცს. მარჩენალი მიწა კი სათანადო ყურადღებასა და მოვლას ითხოვს. სოფლად მაცხოვრებელი ადამიანები მიწას ისევ მამაპაპური მეთოდებით ამუშავებენ, რადგან ასერიგად გაპიარებული ტრაქტორები მათ თვალითაც არ უნახავთ.