სადღეისოდ ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაშია. მართალია, სახეზეა საგარეო მოთხოვნის კლება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი მაინც შიდა მოთხოვნის ვარდნაა, რაც, პირველ რიგში, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების შემცირების შედეგია. მსოფლიო საფინანსო კრიზისი და, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესია ამის ძირითადი მიზეზებია.
|